ჯეიმს უების სახელობის ტელესკოპმა უმნიშვნელოვანესი ზღურბლი გადალახა – აპარატის კონსტრუქციის შესწავლა SCDR (Spacecraft Critical Design Review ), რომლის დროსაც აპარატის სიმძლავრე, კომუნიკაციისა და ორიენტაციის სისტემა იქნა შემოწმებული.
”ეს, კონსტრუქციის ელემენტების ბოლო დათვალიერება იყო” – აცხადებს რიჩარდ ლინჩი, კოსმოსური ტელესკოპის პროექტის ხელმძღვანელი ნასადან.
SCDR-ის ჩატარებისას დამოუკიდებელი ექსპერტების ჯგუფმა ყოველი დეტალი გულდასმით შეამოწმა, ასევე საერთო დიზაინი, კონსტრუქციის გეგმა და აპარატზე ჩასატარებელი პროცედურები. დათვალიერება ერთი კვირა გრძელდებოდა, გაფართოებული განხილვების ჩათვლით ყველა ასპექტთან დაკავშირებით, რათა კონსტრუქციის დასრულების გეგმამ მოგვცეს აპარატი, რომელიც მძლავრი ტელესკოპი იქნება და თავისი უნიკალური მზერით სამყაროს აქამდე თვალუწვდომელ რეგიონებს დაგვანახებს.
მისიას გოდარდის სახელობის კოსმოსური ფრენების ცენტრი უხელმძღვანელებს. კონსტრუქციაზე და მის შექმნაზე პასუხისმგებელი კომანია Northrop Grumman-ი იქნება.
ჯეიმს უების სახელობის ტელესკოპი ”ჰაბლის” მემკვიდრე იქნება, ყველაზე ძლიერი ტელესკოპი კაცობრიობის მიერ ოდესმე შექმნილ ტელესკოპთა შორის. სამყაროს ყველაზე უფრო შორეულ ობიექტებს დაინახავს, გადაიღებს პირველ გალაქტიკებს, ასევე ჯერ კიდევ გამოუკვლეველ ეკზოპლანეტებს შორეულ ვარსკვლავებთან.
უები ნასას, ევროპისა და კანადის კოსმოსური სააგენტოების ერთობლივი პროექტია(”ჯეიმს უების” სპექტროგრაფი მზადაა; პირველი ახალი ინსტრუმენტი ”ჯეიმს უებისთვის”; “ჯეიმს უებს” კერძო კოსმონავტიკა გადაარჩენს; ჯეიმს უები ჰაბლს შეცვლის; “ჯეიმს უების” სარკეები; ა.შ.შ-ს კონგრესმა “ჰაბლის” შემცვლელის გაშვება ეჭვქვეშ დააყენა).
მოუთმენლად ველოდები უების შეგროვებულ ახალ მონაცემებს ! : )