ამ გამოსახულებაზე წარმოდგენილი ხუთი ელვარე კომეტის ფოტო, მზის მკვლევარი ხომალდის, SOHO-ს კორონოგრაფის საშუალებით იქნა მიღებული. სურათები ქრონოლოგიური მიმდევრობით არის დალაგებული. კომეტებს მათი წაგრძელებული კუდებით ადვილად ამოიცნობთ, ცენტრში მოქცეული მზე კი კორონოგრაფის დისკით არის დაფარული, ეს მოწყობილობა მის სიკაშკაშეს ასუსტებს, რათა მასთან ახლოს მდებარე ობიექტებიც გამოჩნდეს. XXI საუკუნის ე.წ. დიდ კომეტად ისევ მაკნოტი რჩება. კომეტა C/2023 A3 ცუჩინშან-ATLAS, რომელიც აქ პერიჰელიონთან მიახლოების მომენტში აღიბეჭდა, მთელი მსოფლიოს ცის მჭვრეტელთა ყურადღება ახლახანს მიიქცია. მეექვსე, ცარიელი ადგილი გამოსახულებაზე, ამ სექტემბრის ბოლოს აღმოჩენილმა C/2024 S1 Atlas-მა შეიძლება შეავსოს (კომეტები).
ხუთი ელვარე კომეტა SOHO-სგან
Posted by