მარსზე არსებულ ჩვენს ხელს უცნაური თვისებები აქვს: ლამის ორი მეტრის სიგრძისაა, მტევანზე აქვს ციცხვი (ковш, bucket) და დამჭერი, სახსართან კი კამერა. მალე ის, ჩვენს ყურს – ზემგრძნობიარე სეისმომეტრს ზედაპირზე გადმოდებს მარსის გრუხუნის რეგისტრირებისთვის. სეისმომეტრი, სპილენძისფერი კოლოფია წინა ფონზე, ხოლო რუხი გუმბათი მის უკან, დამცავი სახურავი იქნება. ამ ყურმა უკვე გაიგონა მსუბუქი ვიბრაციები, რაც მარსული ქარის მიერ “ინსაითის” მზის პანელების რხევით იყო გამოწვეული. წითელ პლანეტაზე ახლა ორი ხელი მუშაობს, მათ შორის მანძილი 600 კილომეტრია. მეორე ხელი მარსმავალ “ქიურიოსითი“-ზე აყენია, რომელიც შორეულ კრატერს იკვლევს. ამ ფოტო ჩანს ჟანგისფერი ზედაპირი და ქვები, ასევე, მარსის ნარინჯისფერი ცა.
ხმები და სინათლე მარსზე “ინსაითისგან”
Posted by