InSights-ის მიერ მარსიდან გადმოცემული პირველი ფოტო

 NASA Insight – კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მარსზე. NASA-ს რობოტი-კოსმოსური ხომალდი InSight(წიაღის სეისმური, გეოდეზიური და სითბური კვლევა), მზის სისტემის შიდა ნაწილში ექვსთვიანი მოგზაურობის მერე, წარმატებით დაეშვა წითელ პლანეტაზე. 20 000 კმ/სთ-დან 0-მდე დასამუხრუჭებლად, Insight-მა 8g გადატვირთვა გადაიტანა და 1500 გრადუსამდე გაცხელდა, შემდეგ, დამცავი ეკრანი მოიშორა, მერე პარაშუტი გაშალა, ბოლოს – რეაქტიული ძრავების საშაულებით რბილად დაეშავა მარსის ზედაპირზე.

Mars Insight(წიაღის სეისმური, გეოდეზიური და სითბური მკვლევარი/NASA).

კიდევ ერთი ფოტო Mars Insight-დან(NASA).

 მის  მიერ გამოგზავნილი ფოტო, ამ პროცესის წარმატებით დასრულების პირველი მტკიცებულება იყო. ძრავების მუშაობის გამო, კამერის ობიექტივს მტვერი შეეყარა. ჩანს სარქველიდან მოხსნილი ჭანჭიკები და ერთ-ერთი საყრდენი ფეხი. ასევე, ჟანგისფერ ზედაპირზე მიმოფანტული ქვები, ცისა და ზედაპირის გამყოფი მარსული ჰორიზონტი. მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში, Insight-ი თავის ინსტრუმენტებს გაშლის, მათ შორის, სეისმო ტალღების წარმომქმნელსა და მათ დეტექტორს. ეს ინსტრუმენტები, უპრეცედენტო ინფორმაციას მიაწვდის კაცობრიობას მარსის წიაღის აღნაგობის შესახებ(Mars InSight-ის სტარტი 2018 წლის მაისში განხორციელდებამარსის გაბურღვა დედამიწის კლიმატის შესასწავლად).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.