”ქიურიოსითიმ” უცნაური ქვა აღმოაჩინა

 ნასას მეცნიერთა ყურადღება უცნაურად გლუვმა და ბრჭყვიალა ქვამ მიიპყრო, რის გამოც მარსმავალ ”ქიურიოსითის”(ცნობისმოყვარეობა), დაგეგმილი საქმე შეაწყვეტინეს. სანამ ზონდი ”ინსაითი”(InSights-ის მიერ მარსიდან გადმოცემული პირველი ფოტო) წითელ პლანეტაზე ეშვებოდა, ”ქიურიოსითი” ამ პლანეტის კვლევას განაგრძობდა, სწავლობდა რა რუხი ფერის კლდეებს ადგილზე სახელად ჰაიფილდი. აქ ის ადრეც იყო, თუმცა მეცნიერებმა გადაწყვიტეს ისევ ნახონ აქამდე აღმოჩენილი ოთხი ქვა, მათ შორის, ოქროს ნაჭრის მსგავსი გლუვი ქვაც.

”ქიურიოსითი”(NASA).

 სავარაუდოდ, ქვა სახელად ლითლ ქოლონსეი, მეტეორიტი უნდა იყოს, მაგრამ ქიმიური ანალიზის გარეშე მაინც ძნელი სათქმელია. მარსმავლის ინსტრუმენტი ChemCam, აღჭურვილი კამერით, სპექტროგრაფითა და ლაზერით, პატარა ქიმიურ ლაბორატორიას წარმოადგენს.

 მეტეორიტები ადრეც იქნა ნანახი და ეს არავის აკვირვებს. 2015 წელა მარსმავალმა მეტალის დიდი მეტეორიტი იპოვა, 2016-ში კი რკინა ნიკელის მეტეორიტი.

“ოპორტუნითი”(NASA).

ამავდროულად, ”ქიურიოსითი” ქვა ფლანდერს მოსსაც გამოიკვლევს, რომელმაც სახელი თავისი ფერის გამო მიიღო. ამ შემთხვევაშიც, ქიმიური ანალიზის გარეშე NASA ვერ გაიგებს, რატომ აქვს ამ ქანებს ასეთი მუქი ფერი. დარჩება კიდევ ორი ქვა – ფორესი და იდონი.

სამწუხაროდ, ”ქიურიოსითი”(ყველაზე მაგარი მანქანა…) ერთად-ერთი მოძრავი მარსმავალია წითელ პლანეტაზე. მისი თანამემამულე – ”ოპორტუნითი”(ხელსაყრელი შესაძლებლობა)(პლანეტამავალთა კოსმოსური რეკორდები), მწყობრიდან არის გამოსული, რაც ქვიშის ქარიშხალმა გამოიწვია(მტვრიანი “სელფი”), ის ახლაც უსაფრთხო რეჟიმშია გადასული. ნასას, მისი დაკარგვის შესახებ ჯერ არ გამოუცხადებია, რაც ალბათ მომავალ წელს მოხდება.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.