სპრაიტის სახელით ცნობილი ელვის ტიპის ასეთ დეტალებში ფოტოგრაფირება იშვიათად ხდება (იტალია, 2019-ის სექტემბერი), იშვიათია მათი გაელვებებიც, რომლებიც ჭექაქუხილის დროს ჩნდება. გიგანტური მედუზის ფორმის მქონე უჩვეულო ანთებების შესახებ უკვე 30 წელია ცნობილია, თუმცა მათი გაჩენის მექანიზმი ისევ დაუდგენელი რჩერბა. სპრაიტებისთვის დამახასიათებელი ერთ-ერთი მოულოდნელი მახასიათებელია დაბალი ტემპერატურა – გაზში ელექტრული განმუხტვის პრინციპზე მომუშავე მილაკებს შეიძლება მივამსგავსოთ და არა პატარა ცხელ ნათურებს. წითელი სპრაიტები წამზე მცირე ხანს გრძელდება, მათი აღმოჩენა კი მაშინაა შესაძლებელი, თუ ძლიერ ჭექაქუხილს გვერდიდან შევხედავთ, რადგან მოვლენა ატმოსფეროს ზედა ფენებში ხდება (ელვა).
წითელი სპრაიტი
Posted by