ქართველმა ასტროფიზიკოსებმა, უცხოელ კოლეგებთან ერთად, პროცესები გამოიკვლიეს, რომლებიც პროტუბერანცების არასტაბილურობას და შემდგომ კორონალური მასის ამოტყორცნას (CME) იწვევს, რაც ბოლომდე შესწავლილი არ არის (iliauni.edu.ge).
მზის ატმოსფეროში პროტუბერანცების არასტაბილურობა და კორონალური მასების ამოფრქვევა გამოწვეული კორონალური წვიმით
პროტუბერანცების მდგრადობას ლორენცის ძალა უზრუნველჰყოფს, რომელიც გრავიტაციას ეწინააღმდეგება; ამიტომ, კორონალური წვიმის გამო, პროტუბერანცების მასის შემცირებამ ძალების ბალანსის ცვლილება და, შესაბამისად, სტრუქტურების დესტაბილიზაცია შეიძლება გამოიწვიოს.

მკვლევართა მიზანი იყო კორონალური წვიმის გავლენის შესწავლა, პროტუბერანცების სტაბილურობასა და შემდგომ CME ამოფრქვევაზე, მონაცემების გამოყენებით, რომლებიც მზის შემსწავლელი ოთხი სხვადასხვა ობსერვატორიის (AIA,SDO, SECHHI, STEREO) დახმარებით იქნა მიღებული. მზის მიმართ განსხვავებულ წერტილებზე მდებარე თანამგზავრები, პროტუბერანცების დინამიკაზე სხვადასხვა კუთხიდან დაკვირვების საშუალებას იძლეოდა.
2011–2012 წლებში, სამი განსხვავებული პროტუბერანცი გაანალიზდა, SDO-სა და STEREO-ს გამოყენებით. სამივე შემთხვევაში, პროტუბერანცის სტრუქტურაში ძლიერმა კორონალურმა წვიმამ, მისი დესტაბილიზაცია და შესაბამისად, კორონალური მასის გამოტყორცნა გამოიწვია. პროტუბერანცის ამოზრდა ნელი და სწრაფი ფაზებისგან შედგებოდა. კორონალურმა წვიმამ, პროტუბერანცის საწყისი ნელი აღმასვლა, ყველა შემთხვევაში, 18-28 საათის შემდეგ, საბოლოო არასტაბილურობა (სწრაფი აღმავლობის ფაზა) გამოიწვია. კორონალური წვიმის წვეთების მიერ გადატანილი მასის ნაკადის შეფასებამ აჩვენა, რომ პროტუბერანცები არასტაბილური გახდა მასის 40%-ის დაკარგვის შემდეგ.
“ჩვენ ვვარაუდობთ, რომ საწყისი ნელი აღმასვლის ფაზა გამოწვეული იყო პროტუბერანცის მასის დაკარგვით, მასიური კორონალური წვიმის გამო, ხოლო სწრაფი ფაზა (შემდგომი არასტაბილურობა), თაღის არასტაბილურობიდთ, ან მაგნიტური გადაერთებით ზედა კორონალურ მაგნიტურ ველთან. შესაბამისად, კორონალურმა წვიმამ, პროტუბერანცის არასტაბილურობა და კორონალური მასის თანმხლები გამოტყორცნა გამოიწვია. თუ ასეა, კორონალური წვიმა შეიძლება გამოყენებულ იქნას კორონალური მასის გამოტყორცნების პროგნოზირებისთვის და, შესაბამისად, კოსმოსური ამინდის პროგნოზების გასაუმჯობესებლად” (ზ.ვაშალომიძე, თ.ვ.ზაქარაშვილი, ვ.კუხიანიძე, გ.რამიშვილი, ა.ჰანსლმაიერი და პ. გომორი).
მზის წვიმის წარმოქმნის საიდუმლო ამოხსნილია
წვიმა მზეზე ეს არის მოვლენა, როდესაც მზის აფეთქებების დროს, მზის გვირგვინში პლაზმის მკვრივი, ცივი წვეთები ჩნდება და ვარსკვლავის ზედაპირზე ეცემა. არსებითად, ეს არის „ცეცხლის წვიმა“: მილიონობით გრადუსამდე გაცხელებული პლაზმა, თავდაპირველად გვირგვინის ზედა ფენებში ამოდის, სწრაფად ცივდება, კონდენსირდება და გრავიტაციის ზემოქმედებით უკან ცვივა (The Astrophysical Journal).
დიდი ხნის განმავლობაში გაურკვეველი რჩებოდა, თუ რატომ ხდება ეს პროცესი ასე სწრაფად – სულ რამდენიმე წუთში. ჰავაის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მზის ატმოსფეროს შემადგენლობა გადამწყვეტ როლს თამაშობს. ისეთი ელემენტების კონცენტრაცია, როგორიცაა რკინა, არ არის მუდმივი, მაგრამ შეიძლება სწრაფად შეიცვალოს აფეთქების დროს. ეს რყევები აჩქარებს პლაზმის გაგრილებას და მის გარდაქმნას უფრო მკვრივ გროვებად, „წვეთებად“.
ამგვარად, მზის წვიმა სამი ფაქტორის კომბინაციის შედეგია: აფეთქების დროს ინტენსიური გათბობა, პლაზმის შემადგენლობის მკვეთრი ცვლილება და სწრაფი გაგრილება. ეს ჯაჭვი ხსნის, თუ რატომ ჩნდება „წვეთები“ თითქმის მყისიერად.
კვლევის ავტორები ხაზს უსვამენ, რომ მზის წვიმის საიდუმლოებების გაგება ხელს უწყობს მზის გვირგვინის ქცევის უკეთ გაგებას — მისი ტემპერატურის, სიმკვრივისა და ქიმიური შემადგენლობის. ეს ცოდნა ასევე მნიშვნელოვანია პრაქტიკული გამოყენებისთვის: გვირგვინში მიმდინარე პროცესები დაკავშირებულია მზის ქარიშხლებთან, რომლებსაც შეუძლია გავლენა მოახდინონ ხელოვნურ თანამგზავრებზე, კომუნიკაციებისა და ელექტროქსელების მუშაობაზე (მრისხანე მზე. კიდევ მზის შესახებ).