წვეთის ფორმის ვარსკვლავი აფეთქებისთვის ემზადება

 ბრიტანელმა ასტრონომებმა აღმოაჩინეს ორი ვარსკვლავი, რომელთა შეჯახების ადგილზე  Ia-ს ტიპის ზეახალი აინთება. ერთ-ერთ მათგანს ახლა წვეთის ფორმა აქვს მიღებული, მეზობლის გრავიტაციული ზემოქმედების გამო, რომელიც თეთრ ჯუჯას წარმოადგენს (Nature Astronomy).

 ორმაგ სისტემა HD265435-მდე მანძილი 1500 სინათლის წელია და ის სუბ(ქვე)ჯუჯა ვარსკვლავისა და თეთრი ჯუჯა ვარსკვლავისგან შედგება. ერთმანეთის გარშემო მათი ბრუნვის პერიოდი კი დაახლოებით 100 წუთია. ასტრონომებმა მხოლოდ ელვარე სუბჯუჯას უშუალო დამზერა შეძლეს, ნასას კუთვნილი კოსმოსური ტელესკოპით TESS (ტრანზიტული ეგზოპლანეტების მკვლევარი). მისი ელვარება ცვალებადია, რაც წვეთის ფორმის მიღებაზე მეტყველებს, კომპაქტური და მასიური მეზობლის მიზიდულობით ზემოქმედების გამო. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ობიექტის მასა მზისას უტოლდება, ზომით კი დედამიწაზე პატარაა, რაც თეთრი ჯუჯის პარამეტრებს შეესაბამება.

TESS/NASA.

 Ia-ს ტიპის ზეახალი მაშინ ინთება (ზეახალი ვარსკვლავი), როცა თეთრი ჯუჯა ვარსკვლავის შეკუმშული ბირთვი ისევ თერმობირთვულ წვას იწყებს და ფეთქდება. ეს ორ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს: როცა თეთრი ჯუჯა 1,4 მზის მასამდე მძიმდება, რაც ჩანდრასეკარის ზღვარის სახელით არის ცნობილი. HD265435-ის შემთხვევაში ყველაფერი მეორე ვარიანტის მიხედვით განვითარდება, რომელშიც ორმაგი სისტემის სრული მასა ამ ზღვრის ტოლია ან აჭარბებს მას.

თეთრი ჯუჯა ვარსკვლავების შერწყმისა და აფეთქების ილუსტრაცია.

 ერთმანეთის გარშემო წყვილის ბრუნვა გრძელდება, სუბჯუჯას გარე ფენების გაზი კი თეთრ ჯუჯაზე გადაედინება. სისტემა ენერგიას კარგავს, გრავიტაციული ტალღების გამოსხივების ხარჯზე, რის გამოც ისინი სულ უფრო უახლოვდებიან ერთმანეთს, რაც შერწყმითა და ზეახლად აფეთქებით დასრულდება. სავარაუდოდ, აფეთქება 70 მილიონი წლის მერე მოხდება. შეჯახებამდე კი სუბჯუჯა, თეთრ ჯუჯად გადაიქცევა (როგორ კვდებიან ვარსკვლავები).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.