”შნეკები”(Rods) ან ”წნელები”(Летающие стержни) ოთხმოცდაათიან წლებში აღმოაჩინეს(ხოსე ისკამილიო). მანამდე მათ შესახებ არავინ არაფერი იცოდა. აღმოჩენის გაკეთება ტექნიკური პროგრესის ხარჯზე მოხერხდა, კერძოდ, მაღალსიჩქარიანი ვიდეოკამერების გამოჩენასთან ერთად. რა არის შნეკი? პასუხები ახალ კითხვებს აჩენენ.
სიმაღლე, რომელზეც ”მფრინავ წნელებს” ყველაზე ხშირად აღბეჭდავენ ხოლმე 4000 მეტრს უტოლდება, რაც ფრინველებისა და მწერების იქ მოხვედრის შანსს გამორიცხავს და ამ მოვლენის უცნობ ბუნებას ადასტურებს. არის თუ არა ეს ამოუცნობი მფრინავი ობიექტების(ამო) ერთ-ერთი ფორმა, ძნელი სათქმელია, რადგან მოძრაობის მაღალი სიჩქარის გამო ადამიანის თვალს მათი დანახვა უჭირს.
”მფრინავი წნელების” შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი. თუმცა ზოგიერთების აზრით, მათი თავმოყრის ადგილები შემთხვევითი არაა – აეროპორტები და სამხედრო ობიექტები. როგროც ჩანს მათ რადარების გამოსხივება იზიდავს.
ამ ფენომენის კვლევა ჯერ საწყის სტადიაზეა, თუმცა გარკვეული მონაცემები მაინც არსებობს. მოძრაობის ტრაექტორია ხშირ შემთხვევაში წრფივია. მათი სიგრძე 1-დან 5 მეტრის ფარგლებში მერყეობს. კვლევებს უამრავი ფალსიფიცირებული ვიდეოჩანაწერებიც ართულებენ. არსებული თეორიების უმრავლესობა ფენომენს ბუნებრივ მოვლენად მიიჩნევს. ეს შეიძლება მწერები ან სინათლის სხივებია, რომლებიც ჩანაწერის ნელა გაშვებისას უჩვეულოდ გამოიყურებიან.
2001 წლის 27 ივლისს ლვოვში(უკრაინა) ჩატარებული ავიაშოუს დროს კატასტროფა მოხდა. ექსპერტებმა დაადგინეს, რომ თვითმფრინავის ძრავები მიწასთან შეჯახების მომენტამდე მუშაობდნენ. მათში ფრინველების მოხვედრაც გამოირიცხა.
მოგვიანებით, ვიდემასალის ანალიზისას სპეციალისტებმა შეამჩნიეს, რომ კატასტროფამდე რამდენიმე წამით ადრე თვითმფრინავის კორპუსის ქვეშ, თვალით შეუმჩნეველმა, ცილინდრული ფორმის ობიექტმა გაიფრინა. თვაიდან ის ”იგლას” ან ”სტრელას” ტიპის რაკეტა ეგონათ, თუმცა მომუშავე რეაქტიული ძრავის ალი არსად ჩანდა.
ყველაფერი ოპტიკურ ილუზიად შეიძლებოდა ჩათვლილიყო, რომ არა სხვა კუთხიდან გადაღებული კადრები. მასზე კარგად ჩანს თვითმფრინავის დაცემის მერე ხეების ზემოდან ამოსროლილი ცილინდრი, რომელიც შემდეგ, რკალისებური ტრაექტორიით ვითმფრინავთან ერთად ვარდება.
ასეა თუ ისე, ამ უცნაური ობიექტების ტრაგედიის ადგილზე ყოფნა შეშფოთებას იწვევს. ნუთუ ისინი არა უბრალოდ მაყურებლები არიან? ამ შეკითხვაზე პასუხის მიღება მხოლოდ მაშინ მოხერხდება, როცა ვინმე შნეკს დაიჭერს:) და დეტალურად გამოიკვლევს(ანომალური მოვლენები).
httpv://www.youtube.com/watch?feature=player_detailpage&v=-AqSv6kOQ3g
ძნელია თქვა რა არის.დამაინტერესა და დამაფიქრა.აქამდე მსგავსი რამე არ მომიძებნია არსად.
ანომალური მოვლენებიდან ეს ყველაზე ახალია, 90-იანი წლები:)მოკლედ, რაც ცას ეხება ჩვენს საიტსაც ეხება…