სიცოცხლის თანამედროვე ფორმების გაჩენამდე, რომლებიც გენეტიკური ინფორმაციის შესანახავად დნმ-ს იყენებენ, არსებობდა რიგი ორგანიზმებისა, რომელთაც მხოლოდ რნმ ჰქონდათ. საინტერესოა, საიდან მოხვდა აქ ყველაზე პირველი ორგანული მოლეკულების ”ასაწყობად” საჭირო ფოსფორი? დედამიწაზე ის ყველგან გხვდება, კოსმოსში კი იშვიათობას წარმოადგენს. ძნელად ხსნადი შენაერთებიდან ამ ”სიცოცხლის ელემენტის” ამოღება კი საკმაოდ პრობლემატურია.
კირქვებზე ჩატარებული ანალიზი გვიჩვენებს, რომ 3,5 მილიარდი წლის წინათ, დედამიწაზე დიდი რაოდენობით ფოსფორი იყო. მეცნიერებმა ივარაუდეს, რომ ის კომეტური წარმომავლობისა შეიძლებოდა ყოფილიყო. ციურმა სხეულებმა ფოსფორი შრაიბერზიტის (ნიკელისა და რკინის ფოსფიდი) შემადგენლობაში ჩამოიტანეს, რომელიც წყალში მოხვედრის მერე ხსნად და ქიმიურად აქტიურ ფოსფიტებს წარმოქმნის – ფოსფოროვანი მჟვას მარილებს. ფოსფიტები კი, მეცნიერთა აზრით, პრებოიტური მოლეკულების შემადგენელში ჩაერთვნენ.
გამოკვლეული ნიმუშებიდან მხოლოდ უძველესები შეიცავდა ფოსფიტებს. ფოსფიტთა უფრო გვიანდელი წარმონაქმნები, როგორც წესი, ლოკალურ ბუნებრივ პირობებთან არის დაკავშირებული: მეხის დაცემა, გეოთერმული აქტიურობა, შესაძლებელია, მიკროორგანიზმების მოღვაწეობაც ექსტრემალურ ანაერობულ პირობებში. თუმცა, როგორც მეცნიერები თვლიან, ამ წყაროებს სიცოცხლისთვის საჭირო ფოსფიტებით უზრუნველყოფა არ შეეძლო. მეტეორიტული წარმომავლობის ფოსფიტები კი ისტორიამდელი ოკენეების შემადგენელს ცვლიდა, პირველი ბიოლოგიური მოლეკულებისთვის საჭირო პირობების შექმნით.
ეს თეორია ახსნის საშუალებას იძლევა ფაქტისა, თუ რატომ ვერ გადაიქცა არქაული პერიოდის მატერია ორგანულად – მეტეორიტული ბომბარდირებისა და წყალში გახსნილი ფოსფიტების გარეშე ეს შეუძლებელი იყო (გვიანდელი მძიმე ბომბარდირება მეტ ხანს გაგრძელდა; დნმ-ის არამიწიერი ნაწილები მეტეორიტებში; უცხოპლანეტელი ბაქტერიები; სიცოცხლის ქვის აკვანი: მემბრანები, კატალიზი და მწეველები).