ბუნებისა და ჩვენი პლანეტის გადაღების მოყვარული ფოტოგრაფები მოუთმენლად ელიან ხოლმე ცისფერ საათს, რომელიც ბინდისას დაიმზირება, ზუსტად მზის ჩასვლის ან ამოსვლის წინ. მზე ჯერ კიდევ ბოლომდე არ არის ჩასული ჰორიზონტს ქვემოთ, დედამიწა და ცა კი სასიამოვნო მოცისფრო ელფერს იღებს. ჩანს დედამიწის რუხი ჩრდილის შემომფარგლავი, უკან გაბნეული სინათლით გაჩენილი სუსტი ვარდისფერი ზოლი, რომელსაც ვენერას რკალს უწოდებენ. მოწმენდილ ცაზე გადაჭიმული ნათელი ზოლები, ღრუბლებს შორის გამავალი სინათლის სხივებია, აღმოსავლეთ ჰორიზონტიდან. ისინი ერთმანეთის პარალელურია, პერსპექტივის ეფექტის გამო კი ამომავალი მზის საწინააღმდეგოდ მდებარე წერტილში თავმოყრილი გვეჩვენება.
ცისფერი საათი…
Posted by