ერთდროულად რომ გავუშვათ ხელი, რომელი უფრო ადრე მიაღწევს მიწას, ჩაქუჩი თუ ფრინველის ფრთა? ჩვენს პლანეტაზე, პირველად ჩაქუჩი დაეცემა, და მხოლოდ ჰაერის წინააღმდეგობის გამო?
მეცნიერები ამ პრობლემაზე ჯერ კიდევ გალილეიმდე ფიქრობდნენ, ატარებდნენ სხვადასხვაგვარ ექსპერიმენტებს, საბოლოოდ კი დაასკვნეს, რომ ჰაერის წინააღმდეგობა რომ არა, სხეულები ერთდროულად დაცვივდებოდა მიწაზე.
როცა გალილეი ამ კანონის ტესტირებას ატარებდა, აგდებდა რა მიწაზე ორი ერთნაირი ზომისა და განსხვავებული მასის ბურთულებს, მან შეამჩნია, რომ ბურთულები ერთდროულად აღწევდა მიწას. სხეულების ვარდნის პრინციპის შესამოწმებლად, ყველაზე საუკეთესო ადგილი მთვარეა, რომელზეც ჰაერი არ არის. 1971 წელს, “აპოლონ 15”-ის მისიის ასტრონავტმა, ჩაქუჩი და ფრთა ერთდროულად გაუშვა მთვარის ზედაპირისკენ. რა თქმა უნდა, ისე მოხდა, როგორც ამას ყველა მეცნიერი, მათ შორის გალილეი და აინშტაინი წინასწარმეტყველებდნენ, ორივე ნივთი ერთდროულად დაეცა მთვარის ზედაპირზე. ამით დემონსტრირებული პრინციპი გრავიტაციული ძალებისა და ინერციის ექვივალენტურობის შესახებ ამბობს, რომ აჩქარება, მოქმედი გრავიტაციული ძალის მხრიდან, არ არის დამოკიდებული მასაზე, სიმკვრივეზე, შემადგენლობაზე, ფორმაზე, ფერზე ან კიდევ რაიმეზე. ექვივალენტურობის პრინციპი იმდენად მნიშვნელოვანია თანამედროვე ფიზიკისთვის, რომ ის ახლაც კამათისა და ექსპერიმენტებით გადამოწმებების საგნად არის ქცეული.