ასტრონომებმა პირველად აღმოაჩინეს პლანეტარული სისტემა, რომელშიც პლანეტები ვარსკვლავის ეკვატორული სიბრტყის მიმართ ყველაზე უფრო დახრილ ორბიტებზე მოძრაობენ(Nature News).
_კვლევის ობიექტი, სისტემა კეპლერ-56, კეპლერის სახელობის ორბიტალურმა ტელესკოპმა აღმოაჩინა. ვარსკვლავის მრუნვის მიმართულების დასადგენად მეცნიერებმა მნათობის გამოსხივებაში არსებული სპექტრული თავისებურებები გამოიყენეს. დადგინდა, რომ სისტემაში კეპლერ-56 პლანეტები ვარსკვლავის გარშემო მოძრაობენ სიბრტყეზე, რომელიც 45 გრადუსითაა დახრილი ვარსკვლავის ეკვატორული სიბრტყის(ეკლიპტიკა) მიმართ. შედარებისთვის, დედამიწისთვის ეს მონაცემი 7,2 გრადუსს უტოლდება.
_მეცნიერთათვის ხვა ”მრუდე” სისტემებიც არის ცნობილი, მაგალითად, 2009 წელს აღმოჩენილი ეკზოპლანეტა WASP-17b, 150 გრადუსიანი დახრილობით ეკლიპტიკის მიმართ. თუმცა, ამ შემთხვევაში, მთლიანი სისტემაა ნაპოვნი.
კეპლერ-56 დედამიწას 1,6-2,6 ათასი სინათლის წლით არის დაშორებული, ქნარის თანავარსკვლავედთან ახლოს(ცის სწორედ ამ რეგიონს უყურებდა ”კეპლერი”). სისტემა 1,5 მზის მასის მქონე ვარსკვლავისა და პლანეტარული წყვილისგან შედგება – კეპლერ-56b და კეპლერ-56с. ისინი ტრანზიტული მეთოდით 2012 წელს აღმოაჩინეს.
_პირველი პლანეტა, დაახლოებით 16 დედამიწის მასით, ვარსკვლავის გარშემო 10,5 დღიანი პერიოდით ბრუნავს, ხოლო მეორე, უფრო დიდი – 70 დედამიწის მასით, 21 დღიანი პერიოდით. მათი რადიუსები მერკურის რადიუსზე გაცილებით მცირეა.
ყველაზე ”მრუდე” პლანეტარული სისტემა
Posted by
ჰიგსის ბოზონი იპოვნეს. ახლა რამეს ეძებენ კიდევ ?
ჯერ ბოლომდე უნდა დარწმუნდნენ მაგ ბოზონის ჰიგსის ბოზონობაში და არსებობენ თუ არა თეორიით ნავარაუდევი ხუთამდე ასეთი ბოზონი, აქვს თუ არა ამ ბოზონს შინაგანი შემადგენელი, დაშლის არხები… აქვს თუ არა კავშირი ბნელ მატერიასთან, სუპერსიმეტრიასთან და ა.შ. არიან სხვა თეორიული ნაწილაკებიც, რომლებიც კოლაიდერის ბოლო სიმძლავრეზე ამუშავების მერე შეიძლება გამოჩნდნენ 2015 წელს.
1 ტრილიონი დოლარი რომ მომცა,მაგ საქმეში თუ არ ჩამედო 😀
რომ გექნება აღარ ჩადებ;)
axla shevamchnie, rom statia sxva temazea;()