”ფერმი” გრავიტაციული ტალღების წყაროს ეძებს

  2015 წლის 14 სექტემბერის ხმამაღალი განცხადება, გრავიტაციული ტალღების აღმოჩენის შესახებ, ალბათ, ყველას გახსოვთ. მეცნიერებმა მაშინ, გრავიტაციული ობსერვატორიის – LIGO(ლაზერული ინტერფერომეტრიის გრავიტაციული ობსერვატორია) საშუალებით, გრავიტაციული ტალღები, დრო-სივრცის გამრუდებები დაარეგისტრირეს, რაც ალბერტს აინშტაინის ფარდობითობის თეორიით აღიწერება. ყველა ძალისხმევის მიუხედავად, ამ გრავიტაციული ტალღების წყაროს ზუსტი ადგილმდებარეობის დადგენა ვერ მოხერხდა, თუმცა, კოსმოსური გამა-ობსევატორიიდან – ”ფერმი”, მიღებული მომაცემების გამოყენებით, შესაძლებელი გახდა საძიებო რეგიონის შემცირება(ფიზიკოსებმა დრო-სივრცის რხევები აღმოაჩინეს).

 გრავიტაციული ტალღების რეგისტრირება 2015 წლის 14 სექტემბერს, 14:51 სთ-ზე მოხდა, ორ ერთნაირ, ლაზერული ინტერფერომეტრიის გრავიტაციული ტალღების ობსერვატორიაში(LIGO), რომლებიც ლივინგსთონსა(ლუიზიანა) და ჰენფორდში(ვაშინგთონი) მდებარეობს(აშშ). LIGO-ს დეტექტორებმა, ოთხი კილომეტრის მანძილზე დაშორებული საცდელი მასების 10-19 მეტრის სიდიდის რხევები დააფიქსირა.

 ეს შეშფოთებები, შავი ხვრელების წყვილმა გამოიწვია(29 და 36 მზის მასებით), ერთმანეთთან შერწყმამდე წამზე მცირე დროში, სანამ ერთ უფრო მასიურ ობიექტად გაერთიანდებოდა(62 მზის მასით). წამზე მცირე დროში, დაახლოებით 3 მზის მასა, გრავიტაციულ ტალღებად გადაიქცა(E=mc2). შერწყმა 1,3 მილიარდი წლის წინათ მოხდა, ანუ ამდენი ხანი ვრცელდებოდა ტაღები, სანამ დედამიწამდე მოაღწია.

”ფერმიმ” მაღალენერგიული სინათლის სუსტი და მოკლე ანთება, LIGO-ს მიერ გრავიტაციული ტაღების დაფიქსირებიდან ნახევარ წამზე მცირე დროის მერევე დაინახა. ალბათობა იმისა, რომ ტელესკოპის მიერ რეგისტრირებული სიგნალი შემთხვევითი ხარვეზია – 0,2 პროცენტს უტოლდება, რაც ამ მონაცემის სისწორეს ადასტურებს.

 მიუხედავად ამისა, გამა-ობსერვატორიის სენსორებზე ხსენებული მაღალენერგიული ფოტონები დიდი კუთხით დაეცა, რამაც მათი წყაროს ზუსტი ადგილმდებარეობის დადგენა გააძნელა. ზუსტად წყაროსკენ რომ ყოფილიყო მიბრუნებული, საძიებო სივრცე მინიმუმამდე იქნებოდა შემცირებული. ამ საქმეში დადებითი როლი ითამაშა ”ფერმისა” და დედამიწის ურთიერთგანლაგებამ, ანთების რეგისტრაციის დროს, რაც ამ ვიდეორგოლშია წარმოდგენილი.

 გრავიტაციული ტალღების წყაროს მდებარეობის დადგენაში ”დახმარებასთან” ერთად, ”ფერმიდან” მიღებული მონაცემებით ასევე გაირკვა, რომ ხშირ შემთხვევაში, გრავიტაციული ტალეღებისა და მოკლე გამა-ანთებების(2 წმ-მდე) გაჩენა, ერთი და იგივე მოვლენებს უკავშირდება(LIGO; გამა-ანთბა) .

httpv://www.youtube.com/watch?feature=player_detailpage&v=9W9GInWeFcM

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.