ასტროფიზიკოსთა საერთაშორისო ჯგუფმა სამმაგი სისტემა აღმოაჩინა, რომელიც ნეიტრონული ვარსკვლავისა და ორი თეთრი ჯუჯასაგან შედგება. მეცნიერთა თქმით, სისტემის უჩვეულო აღნაგობა ზოგადი ფარდობითობის თეორიის ე.წ. ექვივალენტობის ძლიერი პრინციპის მაღალი სიზუსტით შემოწმების საშუალებას იძლევა(Nature).
სამმაგი სისტემა დედამიწას 4200 სინათლის წლით არის დაშორებული. ცენტრალური ნეიტრონული ვარსკვლავი პულსარია, ღერძის გარშემო წამში 366 ბრუნს აკეთებს და ასეთი პერიოდულობის გამოსხივებას უშვებს. პულსარის გარდა, სისტემაში კიდევ ორი თეთრი ჯუჯაც(ჩანდრასეკარის ზღვარი) არის: ერთი, პულსარის გარშემო ბრუნავს, ხოლო მეორე, გარე, პულსარისა და შიგა ჯუჯას გარშემო. ყველაფერთან ერთად სამივე ობიექტს ძალიან კომპაქტური ორბიტები გააჩნიათ: უფრო პატარა, ვიდრე დედამიწასა და მზეს შორის მანძილი(150 მლნ.კმ.).
ავტორთა თქმით, სისტემის ყველაზე უფრო საინტერესო თვისებად ითვლება შესაძლებლობა, უპრეცედენტო სიზუსტით შემოწმდეს ინერციული და გტრავიტაციული მასების ექვივალენტობის პრინციპი, რომელსაც ზოგადი ფარდობითობის თეორია ეყრდნობა. საქმე იმაშია, რომ გრავიტაციული შეკავშირების ენერგიის(უხეშად რომ ვთქვათ, ენერგია, რომელიც გრავიტაციის სახით ინახება) შეფარდება „ჩვეულებრივ“ მასასთან ნეიტრონულ ვარსკვლავში უფრო მაღალია, ვიდრე თეთრ ჯუჯაში. ეს ენერგია, თავის მხრივ, გრავიტაციულ მასას ფლობს. ზოგადი ფარდობითობის თეორია წინასწარმეტყველებს, რომ მასის ბუნება უმნიშვნელოა, ამიტომ გარე თეთრი ჯუჯა ერთნაირად ზემოქმედებას მოახდენს შიგა ჯუჯაზეც და ნეიტრონულ ვარსკვლავზეც. ალტერნატიული თეორიები ურთიერთქმედებაში განსხვავებას უშვებენ, რომელიც პულსარის გამოსხივებაზე შემდგომი დაკვირვებებით უნდა გამომჟღავნდეს.
სისტემის აღნაგობის დადგენა, მდებარეობებისა და მასების განსაზღვრა, ავტორებმა პულსარის მიერ გამოსხივებული სიგნალების პეროდულობაზე დაკვირვებით შეძლეს. ჩვეულებრივ, პულსარების სიგნალის სიხშირე ძალიან სტაბილურია, ამიტომ მასში დაფიქსირებული ნებისმიერი ცვლილება შემომფარგლავი ობიექტების შესახებ ინფორმაციის მატარებელია, ამ შემთხვევაში ორი თეთრი ჯუჯას შესახებ(ფარდობითობის თეორია).