იაპონიის ერთ-ერთ კუნძულზე აღმოჩენილი არტეფაქტის ასაკი დაახლოებით 240 მილიონი წელია – წინანდელი რეკორდსმენები მას 50 მილიონი წლით ჩამორჩებიან. ასეთი დიდი დროის განმავლობაში მიკრომეტეორიტებში ყველა ნივთიერება დაიშალა, ლითონური ჩანართების გარდა.
ყოველწლიურად დედამიწაზე 30 ათას ტონამდე მიკრომეტეორიტი ცვივა. ამ მიკრომტვრის 90% ატმოსფეროში შემოსვლის დროს ნადგურდება. როგორც ჩვეულებრივი მეტეორიტები, ზოგიერთი მიკრომეტეორიტიც კოსმოსში მოგზაურობს მზის სისტემის ჩამაოყალიბების დროიდან. ამ მიკროსკოპული ობიექტების შემადგენელის კვლევით მეცნიერები გებულობენ თუ როგორ ევოლუციონირებდნენ ისინი და მთლიანად მზის სისტემა.