NASA-მ, პლატო სპუტნიკის(”გული”) ცენტრალური ნაწილი წარმოადგინა, რომლის ფოტო ავტომატურმა ზონდმა – ”ახალი ჰორიზონტები”, პლუტონთან მაქსიმალურად მიახლოების დროს გადაიღო(nasa).
კვლევითი ინსტრუმენტის – LORRI(შორ მანძილზე მოქმედების გამოსახულების მიმღები)-ის მიერ გადაღბულ ფოტოზე, მზის მიერ განათებული აღმოჩნდა გამოსახულების ჩრდილოეთი და მარცხენა ნაწილები. ნაჩვენები ზედაპირის ზომა 210 კილომეტრია, 250 მეტრამდე ზომის ღრმულებით მასზე.
მეცნიერთა აზრით, ვაკე ადგილები და დიდი ზომის ღრმულები, მყარი აზოტისგან შედგება, ხოლო ორმოები და პატარა ღრმულები, ასეულობით მეტრი დიამეტრითა და ათეულობით მეტრი სიღრმით, ამ აზოტის სუბლიმაციის(მყარი მდგომარეობიდან აირადში პირდაპირი გადასვლა) შედეგად წარმოიქმნა.
NASA-ს მიერ მიღებული მონაცემები, ამ ჯუჯა პლანეტის აქტიურ გეოლოგიაზე მეტყველებს. ასე რომ არ იყოს, პლუტონის ზედაპირი უამრავი დარტყმითი კრატერებით იქნებოდა დაფარული, როგორც, მაგალითად, მთვარის ზედაპირი.
ავტომატური ინტერპლანეტარული სადგური ”ახალი ჰორიზონტები”, 2015 წლის 5 სექტემბრიდან მონაცემთა გადმოცემის პიკურ ფაზაზე გადავიდა, მონაცემებისა, რომლებიც 14 ივლისს, პლუტონთან მაქსიმალურად მიახლოების დროს შეაგროვა. ათობით გიგაბაიტი მონაცემების გადმოცემა ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდება. აპარატი მოგზაურობას აგრძელებს და 2019 წლის იანვარში, 2014 MU69-ს სახელით ცნობილ პლანეტოიდს გამოიკვლევს(კიდევ მისია ”ახალი ჰორიზონტები”-ს შესახებ).