რატომ ბრუნავს ასტეროიდი 2015 BZ509 მზის გარშემო საწინააღმდეგო მიმართულებით? როგორც ანიმაცია გვიჩვენებს, იუპიტერისეული ტროელი ასტეროიდები ორ ჯგუფად მოძრაობენ, მის წინ და უკან. თუმცა, ყველა მათგანი ერთი მიმართულებით ბრუნავს მზის გარშემო. ასტეროიდი 2015 BZ509, რომელიც 2015 წელს აღმოაჩინეს და სახელი ჯერ არ მიუღია, საწინააღმდეგო მიმართულებით ბრუნავს, ხოლო გრავიტაციული ზემოქმედების ხასიათი იუპიტერთან კიდევ უფრო რთული აქვს. ამის მიზეზი ჯერჯერობით გაურკვეველია და კვლევის საგნად არის ქცეული. სავარაუდოდ, 2015 BZ509, იუპიტერმა ვარსკვლავთშორისი სივრციდან რამდენიმე მილიარდი წლის წინათ გამოიჭირა. სხვა ვერსიის მიხედვით, არც თუ ისე დიდი ხნის წინ ეს ასტეროიდი შორეული ოორტის ღრუბლიდან მოვიდა. საჭიროა ამ უჩვეულო ობიექტის ორბიტის დეტალური შესწავლა, ან პირდაპირი დამზერა, რათა მისი უკუღმართობის ზუსტი მიზეზი დადგინდეს(უმისამართო გზავნილი; ასტეროიდები).
უკუღმართი ასტეროიდი
Posted by