აღმოჩნდა, რომ ტოპ-კვარკ-ანტიკვარკული წყვილების გაჩენის დროს შეიმჩნევა ასიმეტრია გამოტყორცნის მიმართულებებში ”წინ” და ”უკან”, რომელიც რამოდენიმეჯერ აჭარბებს ნავარაუდევს(48±11% – 9%-ის საწინააღმდეგოდ). უფრო მეტიც, ეს ასიმეტრია კიდევ უფრო მჟღავნდება მაღალენერგეტიკულ კვარკ-ანტიკვარკულ წყვილებში(ატომი). იქმნება შთაბეჭდილება, რომ ტევატრონის მგრძნობელობის 1 ტევ-იან ენერგიის რაიონში ხდება რაღაც ახალი მოვლენა – ახალი ნაწილაკების გაჩენა ან ახალი ურთიერთქმედებისგან წარმოქმნილი უცნობი ეფექტი, რომელიც წარმოშობს ხსენებულ ასიმეტრიას.
დეტექტორი CDF ტევატრონზე
საინტერესოა განმეორდება თუ არა ეს ეფექტი დიდ ადრონულ კოლაიდერზე, რადგან ტევატრონსა და დ.ა.კ-ს შორის დიდი განსხვავება არსებობს. დ.ა.კ-ზე ერთმანეთს აჯახებენ პროტონებს, ტევატრონზე კი პროტნ-ანტიპროტონული შეჯახებები ხდება. ეს პრინციპული განსხვავებაა – იგივე ასიმეტრიული ანომალია დ.ა.კ-ის შემთხვევაში შეიძლება ვერ დაფიქსირდეს. თუ ”ახალი ფიზიკა” ასე ახლოა, ის შეიძლება სხვა გაზომვებშიც გამოვლინდეს, რომლებიც უკვე დ.ა.კ-ზეც არის შესაძლებელი. კვლევის ავტორები აანალიზებენ განსხვავებულ მოდელებს, რომელთაც ტევატრონზე აღმოჩენილი ანომალიის გაჩენა შეუძლიათ. თუ შედეგი ”ახალი ფიზიკითაა” გამოწვეული, მაშინ ის აუცილებლად შესამჩნევი გახდება დ.ა.კ-ის კიდევ უფრო მაღალ ნათობაზე ამუშავების მერე, 2011 წლის ბოლოს.