2024 წლის 13 ოქტომბერს, “სფეისიქსის” მრავალჯერადი გამოყენების ზემძიმე რაკეტამატარებელი “სუპერ ჰევი”, რომელსაც უკან, დედამიწაზე დაბრუნება ვერტილაკურ რეჟიმშიც შეუძლია, ამჯერად, უზარმაზარი მექანიკური კოშკურის, “მეხაზილას მკლავებში” დაეშვა. ამით, კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადაიდგა მთავარი მიზნისკენ – სრულად მრავალჯერადი გამოყენების რაკეტების შექმნისკენ. კიდევ უფრო მოახლოვდა ის დღე, რომლიდანაც კოსმოსური ფრენები ისეთივე ჩვეულებრივი გახდება, როგორც ავიაგადაფრენები. რაც კიდევ უფრო მთავარია (თუ ყველაფერი ასეთი ტემპით გაგრძელდა) რისთვისაც ილონ მასკი იღწვის, მარსისკენ გაფრენა ოთხ წელიწადში გახდება შესაძლებელი (ილონ მასკი: მზის სისტემის კოლონიზაცია გადაშენებისგან დაგვიცავს).
“სთარშიპის” ეს გაშვება ნამდვილ სენსაციად იქცა, რადგან რაკეტის პირველი საფეხური, რომელსაც “სუპერ ჰევი” ეწოდა, ასაფრენ მოედანზე დაბრუნდა, სადაც ის გიგანტური მექანიზმის, “მეხაზილას თითებმა” დაიჭირა, მექანიზმისა, რომლის შექმნაზე მუშაობა ჯერ კიდევ 2020 წელს დაიწყო.
გაშვებისთვის მზადებას დიდი დრო დასჭირდა. ნებართვის მიცემამდე, ინჟინერებმა ათასობით პარამეტრი გადაამოწმეს, როგორც რაკეტაზე, ასევე კოშკურაზე, რათა დარწმუნებულიყვნენ, რომ უსაფრთხო დაშვებისთვის ყველაფერი მზად იყო. ოდნავი შეუსაბამობა რომ ყოფილიყო, რაკეტა მექსიკის ყურეში ჩავარდბოდა, როგორც ეს ადრე მოხდა. მაგრამ, ამჯერად, ყველაფერი მშვენივრად წავიდა – რაკეტა დამუხრუჭდა და მძლავრ მექანიკურ “მკლავებში” აღმოჩნდა.
“სტარშიფი” მართლაც უზარმაზარი კონსტრუქციაა. ამაჩქარებელ “სუპერ ჰევისთან” ერთად, მისი სიმაღლე 121 მეტრია, რაც 28 მეტრით აღემატება თავისუფლების ქანდაკების სიმაღლეს.
“სუპერ ჰევის” სიმაღლე 71 მეტრია და წარმოუდგენელი ძალა აქვს. აფრენისას მას 7,6 ათასი ტონა გამწევი ძალის წარმოქმნა შეუძლია, თითქმის ორჯერ მეტის, ვიდრე ლეგენდარულ “სატურნ V”-ს შეეძლო, რომელიც მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში, მთვარისკენ გასაფრენად გამოიყენებოდა (მოკლედ კოსმოსური რაკეტების შესახებ; “სტარშიფის” მეოთხე საცდელი ფრენის მოკლე შეჯამება; ილონ მასკი და ეკოლოგია…; კიდევ ილონ მასკის შესახებ).