სიბერესთან ბრძოლის ექსპერიმენტის წარმატება

 მეცნიერებმა დაბერების მიზეზის არა მარტო ლიკვიდირება, არამედ პროცესის უკან შეაბრუნებაც შეძლეს – ჯერჯერობით, მხოლოდ თაგვებში(gizmag.com).

 ახალი სამხრეთ უელსის უნივერსიტეტისა და ჰარვარდის სამედიცინო სკოლის ერთობლივი პროექტის ჩარჩოებში ჩატარებული კვლევები იმედის მომცემია. მეცნიერებმა საცდელი თაგვების დაბერების მიზეზის ლიკვიდირება მოახერხეს, მიდგომით, რომელიც მიტოქონდრიებსა და უჯრედის ბირთვს შორის კავშირის აღდგენას ეფუძნება. მიტოქონდრიები ქიმიური ენერგიის გენერირებას ახდენენ, რომელიც უმნიშვნელოვანესი ბიოლოგიური პროცესების ნორმალური მიმდინარეობისთვის არის აუცილებელი. უჯრედში მიტოქონდრიებსა და ”მართვის ცენტრს” შორის კავშირის წყვეტა, სიბერის პროცესს აჩქარებს.

 მკვლევართა ჯგუფმა, დევიდ სინკლერის მეთაურობით, ახალი სამხრეთ უელსის უნივერსიტეტის პროფესორი, დაამტკიცა, რომ ამ მოლეკულური კავშირის აღდგენა დაბერებას ამუხრუჭებს და პროცესს უკან აბრუნებს.

 მეთოდი, რომელსაც ჟურნალ Cell-სში გამოქვეყნებული პუბლიკაცია ეძღვნება, უჯრედებში ისეთი ქიმიური შენაერთის საჭირო დონემდე შენარჩუნებას ეფუძნება, როგორიც ნიკოტინამიდ-ადენინ-დინუკლეოტიდია(ნად -Wiki), რომლის უკმარისობას მიტოქონდირებსა და უჯრედს შორის კავშირის დარღვევამდე მივყავართ. თუ ეს შენაერთი სიბერის ადრეულ სტადიაზე შეყავდათ, ერთი კვირის მერე, ხნიერი თაგვების(2 წლის) კუნთები 6 თვის თაგვების კუნთებისგან განუსხვავებელი ხდებოდნენ. მკვლევართა თქმით, ადამიანების შემთხვევაში ეს იქნებოდა 60 და 20 წელი.

 მეთოდიკა მეორე ტიპის დიაბეტის, კუნთების ატროფიის, ანთების, მიტოქონდრიული დაავადებებისა და კიბოს სამკურნალოდაც გამოდგება. მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ონკოლოგიური დაავადების ფიზიოლოგია დაბერების ფიზიოლოგიის მსგავსია. შესაძლებელია, რომ ხნიერ ადამიანებში სწორედ ამიტომ არის მაღალი კიბოთი დაავადების რისკი.

 თაგვებზე ჩატარებული ექსპერიმენტების შედეგებით აღფრთოვანებულნი, 2014 წლისთვის, მკვლევართა ეს ჯგუფი კლინიკური ცდების ჩატარებას ადამიანებზე გეგმავს.

2 comments

  1. როგორ მიხარია ასეთი მეცნიერული მიღწევის გაგება, ნეტა როდის დადგება ის დრო რომ ბნელ მატერიას და ბნელ ენერგიას გავშიფრავთ.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.