რატომ არის სატურნის ერთი ნაწილი ცისფერი? ამ სურათზე სატურნი დაახლოებით ისე გამოიყურება, როგორსაც მას ადამიანი დაინახავდა, რგოლებით გარსშემორტყმულ გიგანტთან ახლოს ფრენის დროს. ეს გამოსახულება 2006 წლის მარტში ავტომატურმა საპლანეტათშორისო აპარატმა „კასინი“-მ გადაიღო, რომელიც ახლაც სატურნის ორბიტაზეა და კვლევებს აგრძელებს(„კასინი“ – მისიის დასასრულის კულმინაციური მომენტი). სატურნის დიდებული რგოლები ვერტიკალური უთხელესი ხაზის სახით წარმოგვიდგება. მათ რთულ სტრუქტურას პლანეტაზე დაცემული ჩრდილები გვიჩვენებს. სულ რაღაც 500 კილომეტრიანი ენცელადი, რომელზეც წყლის გეიზერები აღმოაჩინეს, რგოლების სიბრტყიდან ამობურცულა. სატურნის ჩრდილოეთი ნახევარსფეროს ნაწილობრივ, ცისფერი ელფერი დაჰკრავს. იგივე მიზეზით, რომლითაც დედამიწის ატმოსფეროს ფერი, ორივე პლანეტის ატმოსფეროს უღრუბლო ნაწილში, ჰაერის მოლეკულებზე ცისფერის გაბნევა უფრო ადვილად ხდება, ვიდრე წითლის. თუ მხედველობის არეში სატურნის ატმოსფეროს ღრმა ნაწილი ხვდება, მაშინ ბუნებრივი ოქროსფერი დომინირებს. გაურკვეველია, რატომ არ არის სამხრეთი ნახევარსფეროც ცისფერი. ერთი ჰიპოთეზის მიხედვით, იქაური ღრუბლები უფრო მაღლაა. ასევე უცნობია, რატომ აქვს ამ ღრუბლებს ოქროსფერი.
სატურნის ფერები
Posted by