სატურნის რგოლები და წელიწადის დროები

 სატურნის რგოლები გვიჩვენებს, წლის რომელი დროა ახლა იქ. დედამიწაზე ბუნიაობა (თანაბარდღეობა, დღე-ღამ ტოლობა) ოთხშაბათს იქნება, ამ დროს, დედამიწის ეკვატორის სიბრტყე მზისკენაა მიმართული. სატურნის რგოლების სიბრტყე, პლანეტის ეკვატორის სიბრტყეს ემთხვევა, ამიტომ, მზიდან რომ შეგვეხედა, რგოლები უკეთ მაშინ გამოჩნდება, როცა პლანეტის ბრუნვის ღერძი მნათობისკენ მაქსიმალურადაა გადახრილი. როცა სატურნის ბრუნვის ღერძი მისი ორბიტის (მზის გარშემო ბრუნვა) პერპენდიკულარულია, დგება ბუნიაობა, რგოლები გვერდიდან ჩანს და თითქმის შეუმჩნეველია მზიდანაც და დედამიწიდანაც (მათი სისქე მხოლოდ 1 კილომეტრია. ერთ ადგილზე რომ შეგვეგროვებინა, სულ რაღაც 100 კმ. დიამეტრის სფეროს მივიღებდით). ამ სურათზე 2004-2015 წლებში გადაღებული სატურნია წარმოდგენილი. ამით დემონსტრირებულია გიგანტის წელიწადის დროების ცვლილება — ზაფხულიდან სამხრეთ ნახევარსფეროში, ზაფხულამდე ჩრდილოეთ ნახევარსფეროში. სატურნისა და დედამიწის მაქსიმალური მოახლოება წინა თვეს მოხდა, თუმცა, რგოლოებიანი გიგანტი ღამის ცაზე ამ თვეშიც იკაშკაშებს (მზის დგომა, ბუნიაობა და სეზონების ცვლილება).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.