როზა ლოტის შემთხვევა

  ორმოცი წლის როზა ლოტი, ოთხი შვილის დედა, ტყისპირა სოფელში ცხოვრობდა(Cennina, არეცო, ტოსკანა). 1954 წლის 1 ნოემბერის დილას, მიხაკებით ხელში, ღვთისმშობლის საკურთხევლისკენ მიმავალმა როზამ უჩვეულო, კასრის ფორმის, 2 მეტრის სიმაღლის სხული დაინახა, რომელიც ტყავგადაკრულ, ფართე ბოლოებით გადაბმულ ზარებს ჰგავდა.

lotti-ufo-iii-tipis
როზა ლოტი ბავშვებთან და ქმართან ერთად.

 მოულოდნელად, ობიექტის ზედაპირზე ორი არასება გამოჩნდა, კაცის გამომეტყველებითა და ბავშვის ტანით. რუხი ფერის სპეცტანსაცმელში გამოწყობილ, ჩაფხუტიან მომხვდურებს ადამიანის მსგავსი სახეები ჰქონდათ. პატარები ძალიან ენერგიულად და სწრაფად მოქმედებდნენ და ჩინურის მსგავს ენაზე საუბრობდნენ.

 ის, რომელიც უფროსი შეიძლებოდა ყოფილიყო, სულ იცინოდა, როგორც ჩანს როზასთან უნდოდა კონტაქტის დამყარება. მიუხედავად ამისა, ქალი გაბრაზდა, რადგან ”უფროსმა” მიხაკები და ერთ-ერთი ყელიანი წინდა გამოსტაცა ხელიდან. როზამ მკაცრი, ბრაზიანი ხმით მისცა შენიშვნა. მიხაკების ნაწილი უკან დაუბრუნეს, ნაწილი კი იმ კასრისებრ აპარატში მოათავსეს.

 ალბათ, დანაშაულის გამოსასყიდად, არსებებმა თავიანთი კაფსულიდან რაღაც ორი პაკეტი აიღეს, რათა როზასთვის გადაეცათ. ქალმა მომენტით ისარგებლა და გაიქცა. მთელი ძალით ირბინა და როცა მოიხედა, უცხოების კვალიც კი აღარსად ჩანდა.

 ყველას გააგებინა – სოფლის პოლიციელს, მღვდელსა და ყველა მეზობელს, რომლებიც მას ”აბსოლუტურად სერიოზულ, სულელური ფანტაზიების გარეშე”, ადამიანად იცნობდნენ.

  18 წლის მერე, იტალიელი უფოლოგები ამ ადამიანს ეწვიენ და ახალი დეტალები აღმოაჩინეს. გაიხსენა, რომ მისკენ ფოტოაპარატის მსგავსი მოწყობილობა მიმართეს, თუმცა რატომღაც, ფოტოგრაფირება არ მოინდომა. როზას არ ჰქონდა შიშის შეგრძნება, სანამ ამ არსებებთან ახლოს იყო, მხოლოდ გაქცევის შემდეგ დაუბრუნდა ეს გრძნობა, რაც მესამე ტიპის კონტაქტისთვის(ხომალდი, უცხოები, კონტაქტი) არის დამახასიათებელი(ანომალური მოვლენები).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.