როგორია ჩვენი გალაქტიკის ზემასიური შავი ხვრელის მიზიდულობის ძალა?(თოკო)

 

 

სინათლის სხივის სიჩქარეზე მეტი უნდა იყოს, ხოლო ამ სიჩქარეზე მეტი სიჩქარით სამყაროში ვერაფერი მოძრაობს, თვითონ სამყარო დიდი აფეთქების დროს მეტი სიჩქარით გაფართოვდა, თუმცა მის შიგნთ ელ.მაგნიტური ურთიერთქმედება სინათლის სხივის სიჩქარით ვრცელდებოდა, ანუ ამით ფიზიკის კანონები არ დარღვეულა. აი მოვლენათა ჰორიზონტის რადიუსი სხვა და სხვა მასის ხვრელებისთვის განსხვავებულია. ჩვენი გალაქტიკის ზემასიური შავი ხვრელის ჰორიზონტის რადიუსი(ობიექტი მშვილდოსანი A), დაუზუსტებელია, რადგან სხვა გალაქტიკების ზემასიური ხვრელებისგან ის მცირე აქტიურობითაც გამოირჩევა, ითვლება, რომ ეს რადიუსი 20-25 მილიონი კილომეტრის ტოლია. მიუხედავად ზემოთ ხსენებულისა ხვრელს მთელი გალაქტიკა არ „გადაუყლაპია“, რადგან ცნობილი კანონის თანახმად მიზიდულობის ძალა ურთიერთქმედ სხეულებს შორის მანძილის უკუპროპორციულად მცირდება. ჩვენი გალაქტიკის(ბირთვი) ზემასიური შავი ხვრელი „იკვებება“ მასთან ახლოს მყოფი მატერიით, თუმცა ჯერჯერობით დაუდგენელი მიზეზებით ეს პროცესი სხვა გალაქტიკებისგან განსხვავებით ძალიან ნელი ტემპით მიმდინარეობს.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.