ამერიკული კოსმოსური ტელესკოპის – „კეპლერი“, პროგრამა, რომლითაც უცხო მზის სისტემების აღმოჩენა წარმატებით მიმდინარეობდა,
სამწუხაროდ 2013 წლის მაისში შეჩერდა, მაორიენტირებეილი ოთხი გიროსკოპიდან ორის დაზიანების გამო. მიუხედავად ამისა, ობსერვატორია ფუნქციონირებას აგრძელებს და დაკვირვებების გაგრძეწლება შეუძლია, თუმცა მომაცემთა სიზუსტე ისეთი აღარ იქნება, როგორც ადრე(ეკზოპლანეტებზე მონადირე ორივე ორბიტალური ტელესკოპი მწყობრიდანაა გამოსული).
ამასთან დაკავშირებით ნასამ მეცნიერულ საზოგადოებას ტელესკოპისთვის ახალი შემეცნებითი ამოცანების წარმოსადგენად მოუხმო. ისეთი ამოცანების, რომელთა გადაწყვეტა ასეთ მდგომარეობაშ მყოფ ყელესკოპს შეუძლია. პასუხად მეცნიერებმა რამდენიმე ათეული პროექტი წარმოადგინეს. უმრავლესობა მათგანი იგივე საქმით დაკავებას გულისხმობს, რომლის კეთებაც ტელესკოპმა სხვებზე უკეთ „იცის“(ან იცოდა დაზიანებამდე) – ვარსკვლავების ელვარების გაზომვა საკმაოდ მაღალი სიზუსტით. საქმე იმაშია, რომ ის, ეკზოპლანეტებს ვარსკვლავების ძლივს შესამჩნები პერიოდული ცვლილებებით ეძებდა, ანუ, როცა დამკვირვებელსა და ვარსკვლავს შორის ეკზოპლანეტა ექცეოდა ხოლმე, ამავე ვარსკვლავის გარშემო ორბიტაზე მძრაობისას(ტრანზიტი). ამ პერიოდული ჩაბნელებების დაფიქისრება ასევე, ტელესკოპის მაღალი სივრცული სტაბილიზაციის ხარჯზე მიიღწევა.
ამჟამამად „კეპლერის“ ფოტომეტრიის სიზუსტე მხოლოდ პროცენტის მეათედით არის შემცირებული. ჩვეულებრივ ელვარე ვარსკვლვებთან ეკზოპლანეტების აღმოსჩენად ეს საკმარისი არ არის, თუმცა უფრო პატარა და მკრთალ ვარსკვლავებთან პლანეტების აღმოსაჩენად სრულიად საკმარისია. მაგალითად, თეთრ და წითელ ჯუჯებთან(არამიწიერი სიცოცხლე თეთრ ჯუჯებთან უნდა ვეძებოთ; თეთრი ჯუჯა). ასეთი ვარსკვლავების დაბალი სიკაშკაშის გამო, მათ დისკოზე პლანეტის გავლა უფრო მეტ ჩაბნელებას გამოიწვევს, ვიდრე ჩვეულებრივი ვარსკვლავების შემთხვევაში. ამის შემჩნევა, ორი გიროსკოპით „დაკოჭლებულ“ „კეპლერს“ შეუძლია. არის წინადადებებიც, რომლებიც პლანეტების ძებნას არ უკავშირდება.
ასტრონომთა საერთაშორისო ჯგუფის აზრით, ტელესკოპი ცის იგივე ნაწილის მიმართულებით ორიენტირებული უნდა დარჩს, როგორც აქამდე იყო. მისი თვალსაწიერის არეში ასი ათსამდე ვარსკვლავია მოქცეული. რამდენიმე წლიანი მუშაობის განმავლობაში ტელესკოპმა ვარსკვლავთა დიდ რაოდენობაზე დააგროვა სტატისტიკა, მათი სიკაშკაშის მიხედვით. ტელესკოპს, მაგალითად, ე.წ. პულსირებად ვარსკვლავებზე, როგორიც არის ქნარის თანავარსკვლავედის RR, დაკვირვება და ბლაჟკოს ეფექტის ასახსნელად საჭირო სტატისტიკის დაგროვება შეუძლია – ასეთი ვარსკვლავების ამპლიტუდისა და პულსაციის პერიოდის ცვლილება.
კიდევ ერთი პროექტი, შემუშავებული 56 წევრიანი კოლექტივის მიერ, ასტროსეისმოლოგიას ეხება(„ვარსკვლავძვრა“). ასტროფიზიკის ეს დარგი აკუსტიკური ტალღების ტიპებსა და სიხშირეს შეისწავლის, რომლებიც ვარსკვლავების წიაღში ვრცელდებიან და მათი ზედაპირების ეხევებს იწვევენ, როგორც ხმამაღლამოლაპარაკეს(დინამიკი) მებრანა. რხევები ვარსკვლავის ელვარებაზე აისახება – „კეპლერის“ საქმეც სწორედ ეს არის. მით უმეტეს, რომ ტელესკოპს ერთბაშად ათასობით ასეთი რხევებით შეძრული მნათობების შესწავლა შეუძლია.
და ბოლოს, ამერიკელი ასტრონომების წინადადებით, „კეპლერი“ დედამიწისათვის საშიში ობიექტების საძებნელად უნდა გამოვიყენოთ – შედარებით დიდი ასტეროიდები და კომეტები, რომელთა ორბიტები ჩვენ პლანეტსთან საშიშ დისტანციაზე გადიან. პროექტი იმითაც არის საინტერესო, რომ, წინადადების ავტორთა აზრით, ტელესკოპს 10 წლის განმავლობაში ასეთი ობიექტების 90 პროცენტის აღმოჩენა შეუძლია.
პროექტების მიღების ვადა 2013 წლის 1 ნოემბერს დასრულდა. ნასას მიერ მოწონებული პროექტის სტარტი კი 2014 წელს განხორციელდება(იოჰან კეპლერი და „კეპლერი).