ცოტამ თუ იცის (მით უმეტეს ქართველმა მკითხველმა ), რომ მწერალ ევგენი პეტროვს (Wiki), რომელმაც ილია ილფთან ერთად ”თორმეტი სკამი” და ”ოქროს კერპი” დაწერა, საკმაოდ უჩვეულო და იშვიათი ჰობი ჰქონდა: მთელი სიცოცხლის მანძილზე, თავისსავე გაგზავნილი წერილების კონვერტებს აგროვებდა.
მისტიური ისტორია
წერილებს პეტროვი, რომელიმე ქვეყანაში, გამოგონილ მისამართზე აგზავნიდა, საიდანაც, გარკვეული დროის გავლის მერე, უცხოური შტამპებით გავსებული კონვერტი, წარწერით ”ადრესატი ვერ მოიძებნა”, უკანვე უბრუნდებოდა. ერთხელაც, ეს უცნაური ჰობი მისტიკაში გადაიზარდა…
1939 წლის აპრილში პეტროვმა ახალი ზელანდიის საფოსტო განყოფილების შეწუხება გადაწყვიტა. მოქმედებდა რა თავისი სქემის მიხედვით, ქალაქი ”ჰაიბერდვილი”, ქუჩა ”რეითბიჩი”, სახლი ნომერი ”7” და ადრესატი ”მერილა ოჯინა უეიზლი” გამოიგონა და წერილიც გააგზავნა.
წერილი ინგლისურად დაწერა:”ძვირფასო მერილ! მიიღე ჩემი გულწრფელი სამძიმარი ბიძია პიტის გარდაცვალების გამო. გამაგრდი, მეგობარო. მაპატიე, რომ ამდენი ხანი არაფერი მოგწერე. იმედია, ინგრიდი კარგად არის, აკოცე ჩემს მაგივრად. ალბათ უკვე დიდია. შენი ევგენი” (არაყი ?! ).
წერილის გაგზავნიდან ორ თვეზე მეტი გავიდა, შტამპებიანი წერილი კი იგვიანებდა. მწერალს მის შესახებ დავიწყდა კიდეც. თუმცა, იმავე წლის აგვისტოს საპასუხო წერილი მოვიდა.
პეტროვმა გადაწყვიტა, რომ მას ვიღაც აშაყირებდა, მისსავე სტილში. ხოლო როცა მისამართი წაიკითხა, გაოგნდა, გამოგონილი მისამართი ნამდვილი აღმოჩნა, რაც ახალ ზელანდიური ქალაქის – ჰაიდერბვილის ფოსტის მოცისფრო შტამპით დასტურდებოდა.
წერილში ეწერა: ”ძვირფასო ევგენი! მადლობა მოსამძიმრებისთვის. ბიძია პიტის სიკვდილმა, ნახევარი წლით ყველანი ჩვეული რიტმიდან ამოგვაგდო. იმედია, დაგვიანებული პასუხის გამო გვაპატიებ. მე და ინგრიდი ხშირად ვიხსენებთ იმ ორ დღეს, როცა შენ ჩვენთან იყავი. გლორია უკვე დიდია და შემოდგომაზე მეორე კლასში გადავა. შენს მიერ რუსეთიდან ჩამოტანილი დათუნიათი ახლაც თამაშობს”.
პეტროვი ახალ ზელანდიაში არასოდეს ყოფილა, ამიტომ კიდევ უფრო დაიშოკა, როცა წერილთან ერთად გამოგზავნილ ფოტოზე მხარბეჭიანი კაცი დაინახა, რომელსაც ხელი პეტროვზე ჰქონდა გადახვეული. ფოტოს მეორე მხარეს თარიღი ეწერა: ”1938 წლის 9 ოქტომბერი”.
მწერალი ლამის შოკში ჩავარდა (მოდი და ნუ ჩავარდები ) – რადგან სწორედ იმ დღეს, უმძიმეს მდგომარეობაში, ფილტვების ანთებით საავადმყოფოში დააწვინეს. ექიმებმა ძლივს გადაარჩინეს, ნათესავებს ეუბნებოდნენ, რომ გადარჩენის მცირე შანსები ჰქონდა.
ამ გაურკვევლობასა თუ მისტიკაში გასარკვევად, პეტროვმა კიდევ ერთი წერილი გააგზავნა ზელანდიაში, თუმცა პასუხის მიღება არ დასცალდა: მეორე მსოფლიო ომი დაიწყო. ომის პირველივე დღეებში პეტროვი გაზეთების ”პრავდა” და ”ინფორმბიურო”, სამხედრო კორესპონდენტი გახდა. კოლეგები ვეღარ სცნობდნენ მას – ჩაკეტილი გახდა, ჩაფიქრებული, საერთოდ აღარ ხუმრობდა (ასე იცის ბევრმა სმამ ).
ისტორიის არასახუმარო დასასრული
1942 წელს, ევგენი პეტროვი თვითმფრინავით სევასტოპოლიდან მოსკოვში მიფრინავდა, ეს თვითმფრინავი კი გერმანელებმა როსტოვთან ახლოს ჩამოაგდეს. იმავე დღეს, მის მისამართზე ახალი ზელანდიიდან წერილი მოვიდა. საბჭოთა პილოტების სიმამაცესა და სხვა რაღაც-რუღაცეებთან ერთად ეწერა: ”ევგენი, გახსოვს, მე ძალიან შემეშინდა, როცა შენ გაყინულ ტბაში ბანაობდი. შენ კი მიპასუხე, მე თვითმფრინავში თუ მოვკვდები, წყალში დახრჩობა არ მიწერია”. თავს გაუფრთხილდი, იფრინე რაც შეიძლება ცოტა”. სწორედ ამ ისტორიის მოტივებზე გადაიღეს მოკლემეტრაჟიანი ფილმი ”კონვერტი”, ქევინ სფეისით მთავარ როლში (რა აღარ ხდება; ანომალური მოვლენები).