რა და როგორ იწვის კოსმოსურ სადგურზე?

 საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ხანძრის გაჩენა შესაძლებელია ?
 ხანძარი სკს-ზე პრაქტიკულად შეუძლებელია. საქმე იმაშია, რომ კოსმოსურ მიკროგრავიტაციაში, ცეცხლის ალის ქცევა დედამიწისეულისგან განსხვავებულია. ის ცეცხლი, რომელიც ჩვენ ვიცით, სულ სხვანაირად მოქმედებს ”ზემოთ”. ასეთი ექსპერიმენტები კოსმოსურ სადგურზე მყოფმა ასტრონავტებმა ჩაატარეს.

 ”მიკროგრავიტაციის პირობებში ალი სხვანაირია. ის სპეციფიურ სფეროს წარმოქმნის. ცეცხლის ანთებისას მიმდინარეობს ქიმიური რეაქციბი, რომლებიც დედამიწაზე და კოსმოსში განსხვავებულია. სანთლის ანთების მერე აღმოვაჩინეთ, რომ ის თითქოს უცეცხლოდ იწვის. მეტ ხანს უნდება გაცხელებას. იქ ჟანგბადის არასაკმარისი რაოდენობაა” – ამბობს პროფესორი ფორმან უილიამსი, სანდიეგოს უნივერსიტეტიდან.
სკს-ს ბორტზე დაიმზირება ცივი ცისფერი ალი ტემპერატურით 500-800 К. მაშინ, როცა დედამიწაზე ალი უფრო ცხელია – 1500-2000 К.

 ჩვეულებრივი ცხელი ალი ნამწვს წარმოქმნის, СО2-ს და წყალს, ხოლო ცივი ალი მიკროგრავიტაციის პირობებში, ჟანგბადის უკმარისობის გამო, ადამიანისთვის საშიშ ნახშირჟანგსა და ფორმალდეჰიდს. აქედან გამომდინარე, კოსმოსში რომანტიული სადილის ან დაბადების დღის სანთლების თანხლებით მოწყობა ძალიან საშიში საქმეა.

3 comments

  1. ese igi jojxetshi gravitaciaa 😀 , da jojoxeti romelime planetazea , minimum dedamiwis tolze 😀 tan iq jangbadis magari shemcvelobaa , ese igi bevri mcenarea , torem amdeni xalxi rom iwveba jangbadi xo midis da saidan unda movides eg jangbadi ? 😀 vai romel mecniersac jojoxetis sjera 😀 … au turme ratom arin fizikosebi ateistebi :D:D

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.