რა ანათებს ცაზე? ალბათ, ეს ყველაზე გავრცელებული შეკითხვაა, რომელიც ცისკენ მაყურებელ ადამიანს აწუხებს. მაგალითად: ეს რაღაც მოძრაობს და ციმციმებს? თუ კი, თან ქალაქთან ახლოს ცხოვრობთ, თვითმფრინავი იქნება, რადგან დიდი ქალაქების ცაში ძლიან ბევრი თვითმფრინავი დაფრინავს, ხოლო ვარკსლვავებისა და თანამგზვრების დანახვა ქალაქის კაშკაშა შუქების გამო ფაქტიურად შეუძლებელია. თუ ობიექტი არც მოძრაობს და არც ციმციმებს, ხოლო ქალაქიდან შორს ცხოვრობთ, მაშინ პლანეტას ხედავთ, მაგალითად, მარსს ან ვენერას (ცისკრის ვარსკვლავი). ეს უკანასკნელი ჰორიზონტთან ახლოს მზის ჩასვლისა და ამოსვლის დროს მოჩანს. ზოგჯერ, ჰორიზონტთან ახლოს მოძრავი თვითმფრინავი, პლანეტა შეიძლება გვეგონოს, თუმცა მისი მოძრაობის შემჩნევა შესაძლებელი გახდება, თუ რამდენიმე წუთი დააკვირდებით. ასეთი განმარტება არ გაკმაყოფილებთ? მაშინ წარმოდგენილი სახუმარო ტიპის სქემა დაგეხმარებათ გაარკვიოთ, რა ობიექტია ცაზე.
რა ანათებს ცაზე?
Posted by
არცერთი თუ არ არის ესეიგი სფეროსებური ელვაა…
: (
ან რამე სხვა უცნაურობა:)
დღეს ვნახე სასწაული თუ პარანორმალური მოვლენა… არ ვიცი რა ვუწოდო. საღამოს ჯერ იყო და მფრინავი უცნაური ხომალდი დავინახე და გადავიღე.(maqvs video) შემდეგ ეს მომინელებია და როდესაც დაღამდა ასეე 21:40 წუთზე სატუენის ჩრდილოეთით გვერდითვე, ახლოს, სამი “ვარსკვლავი” მოკაშკაშე პლანეტა დავინახე რომლებიც ტოლფერდა სამკუთხედია კუთხეების ადგილას იყვნენ განლაგებულნი. ანუ ხაზებით რომ შეგეერთებინათ მიიღებდით უზუსტეს ტოლფერდა სამკუთხედს… ეს ოთხმა ადამიანმა დავინახეთ , მათ შორის ჩემმა შვილმა ნიკამ. აღფრთოვანებას ვერ ვმალავ, ისე დავიბენი ამ “უზუსტესი ციური სხეულებით” რომ ფოტო ვერ გადავიღე. გავშეშდი. ისინი გაქრნენ, რამოდენიმე წამში, ალბათ 10-15 წამში. ემერთოჩემო ისევ მასზე ვფიქრობ. ახლა სახლში ვარ და ქალაქის შუქი ისე ახშობს ცას რომ ვერ ვხედავ ვერც ერთ ვარსკვლავს თორემ ალბათ ცისქვეშ დავიძინებდი. პარანორმალური მოვლენა უფრო იყო. მარტო მე რომ მენახა ვიტყოდი მომეჩვენა მეთქი (სათევზაოდ ვიყავ, თევზი ვერ დავიჭირე, ნერვიულობის ნიადაგზ შეიძლება მომჩვენებოდა )) მაგრამ 4 ადამიანს? ეს ამტკიცებს იმას რომ ნამდვილად იყო რაღაც ცაში. ომგ. მინდა სულ ცაში ვიყურო. დღე და ღამ.
კარგია, რომ ჯგუფშიც დაპოსტეთ. ვნახოთ სხვამაც თუ ნახა ვინმემ…