რამდენს იწონის ატმოსფერო და როგორ ვუძლებთ მის ზეწოლას?

 ჰაერი,  რა თქმა უნდა, ძალიან მსუბუქია, მაგრამ მისი დიდი სისქის გამო, ატმოსფერო იმაზე მეტს იწონის, ვიდრე წარმოგვიდგენია. დედამიწის ატმოსფერო რომ შეგვეკუმშა და სასწორზე დაგვედო, მისი მასა 5,1 მილიარდი მილიარდი კილოგრამი იქნებოდა, ან 5 კვადრილიონ 171 ტრილიონი ტონა! ეს წონა მთელი პლანეტის ზედაპირზეა გადანაწილებული. მიუხედავად ამისა, ამ წნევის ის ნაწილი, რომელიც ადამიანს აწვება, მაინც საკმაოდ დიდია. მაგალითდ, 30 სანტიმეტრი დიამეტრის მქონე ჰაერის სვეტის მასა 754 კილოგრამია.

 გასაკვირი არ არის, რომ დედამიწაზე არსებობს მოვლენა, რომელსაც იმპლოზია ეწოდება – აფეთქება, რომელიც შიგნით არის მიმართული. ნავთობის გადასაზიდ ცისტერნაში თუ წნევას ნულამდე დავიყვანთ, ის მომენტალურად შეიკუმშება, რაც ატმოსფერული წნევის ზემოქმედებით არის გამოწვეული.

 ამავე დროს, ჩვენ არა მარტუ ვუძლებთ ატმოსფეროს დაწოლას, არამედ საერთოდაც ვერ ვგრძნობთ მას, თითქოს, ზემოთ ხსნებული 750 კილოგრამი არც არსებობდეს. ნაწილობრივ ეს, წნევის თანაბარ განაწილებასთან არის დაკავშირებული. ჰაერის შემონადენი ყველა წერტილში თანაბრად გვაწვება. მიუხედავად ამისა, ჩვენს სხეულზე მოქმედი წნევა საკმაოდ მაღალია – 1 კილოგრამი ყოველ სანტიმეტრზე. ადამიანის ევოლუცია ისე მიმდინარეობდა, რომ ჰაერი მის ორგანიზმშიც საკმაო რაოდენობითაა, მას იგივე წნევა აქვს, როგორიც სხეულის გარეთ არსებულ ჰაერს. ეს ძალები ბალანსირებულია და წნევას ვერ ვგრძნობთ. სანამ შიდა და გარე წნევა გაწონასწორებულია, იმპლოზიის საფრთხეც არ გვემუქრება.

 შინაგანი წნევა ამ პლანეტაზე არსებულ პირობებში სიცოცხლის შესაძლებლობას გვაძლევს, ხოლო კოსმოსში ან ატმოსფეროს არმქონე პლანეტებზე, სადაც ატმოსფერული წნევა არ არის, მას ჩვენი მოკვლა შეუძლია. რა თქმა უნდა, ადამიანი არ აფეთქდება და არც თვალები გადმოსცვივდება, როგორც ეს გვინახავს ფილმში “გაიხსენო ყველაფერი”. სხეული ნელ გაბერვას დაიწყებს, ორგანოებში კი შეშუპებები დაიწყებს წარმოქმნას. ერთად ერთი ორგანო, რომელიც მაშინვე შეიძლება გასკდეს – ფილტვებია, თუ ადამიანი მაშინვე არ ამოისუნთქავს დედამიწის ატმოსფეროს წნევის მქონე ჰაერს.

 მაინცდამაინც შინაგანი წნევის გამო სიკვდილი შეიძლება მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რაღაცნაირად ჟანგბადის ნაკლებობას გადავურჩით. ჟანგბადის ბალონი დახრჩობისგან ვერ დაგვიხსნის, რადგან გარე წნევის არარსებობის გამო, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ჩასუნთქვას შევძლებთ.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.