კოსმოსური ტელესკოპი ”ჰერშელის” ინფრაწითელმა დეტექტორებმა კოსმოსში ჟანგბადის მოლეკულები აღმოაჩინეს. მონაცემები უკვე გადამოწმებული და დამტკიცებულია NASA-ს მიერ. ჟანგბადის ცალკეული ატომები, განსაკუთრებით მასიურ ვარსკვლავებთან, ადრეც იყო შემჩნეული, თუმცა ამის დამტკიცება პირველად მოხდა.
”პირველად, კოსმოსში ჟანგბადის არსებობის შესახებ 1770 წელს ალაპარაკდნენ, მაგრამ ამის დანამდვილებით დამტკიცებისთვის, ჩვენ 230 წელი დაგვჭირდა” – განაცხადა პოლ გოლდსმიტმა, პროექტ ”ჰერშელის” ერთ-ერთმა მონაწილემ. გოლდსმიტი ასევე მეცნიერული გამოცემის Astrophisical Jurnal-ის წამყვანი რედაქტორია, რომელშიც მეცნიერული მიღწევებისა და აღმოჩენების შესახებ იწერება.
კოსმოსში ჟანგბადის მილეკულებს მკვლევარები ათწლეულების განმავლობაში ორბიტალური და მიწის ზედაპირზე არსებული ტელესკოპების საშუალებით მრავალი წლის განმავლობაში ეძებდნენ.
2007-ში შვედურმა ტელესკოპმა ”ოდინმა” დააფიქსირა ჟანგბადის მილეკულები, თუმცა მონაცემები დაუმტკიცებელი დარჩა.
გოლდსმიტმა კოლეგებთან ერთად ივარაუდა, რომ კოსმოსში ეს მოლეკულები ყინულის ნაწილაკებშია თვმოყრილი. თხევად წყალს კი შეეძლო, აორთქლების დროს, ჟანგბადის მოლეკულად გადაქცეულიყო.
”ჟანგბადი – ეს მესამე ყველაზე გავრცელებული ელემენტია სამყაროში და მისი მილეკულები დიდი რაოდენობით უნდა იყოს კოსმოსში” – ამბობს ”ჰერშელის” პროგრამის მონაწილე ვაშინგტონის შტაბბინიდან, – ””ჰერშელი” – საკმაოდ მძლავრი ინსტრუმენტია ამ საიდუმლოს ამოხსნის საქმეში”.