ფარგლის თანავარსკვლავედში, დედამიწიდან 17 000 სინათლის წლის მანძილზე მდებარე პულსარ PSR B1509-58-ის ასაკი დაახლოებით 1700 წელია. ეს 20 კილომეტრიანი დამაგნიტებული ნეიტრონული ვარსკვლავი 7 ბრუნს აკეთებს წამში და დამუხტული ნაწილაკებისგან შემდგარ მძლავრ ვარსკვლავურ ქარს წარმოქმნის. რენტგენის დიაპაზონში მომუშავე ორბიტული ტელესკოპით – “ჩანდრა“, გადაღებული ფოტო, ხსენებული ქარის მიერ აგზნებული შემომფარგლავი გაზის ნათების დემონსტრირებას ახდენს. დაბალი ენერგიის მქონე ფოტონები წითლად არის წარმოდგენილი, საშუალო ენერგიისა – მწვანედ, მაღალი ენერგიისა კი ცისფრად. თვითონ პულსარი, ცისფერი ლაქის ელვარე ცენტრში მდებარეობს, მის მიერ წარმოქმნილი ნისლეულის ჩახლართული სტრუქტურა კი ადამიანის ხელს ჰგავს. პულსარამდე არსებული მანძილიდან გამომდინარე, წარმოდგენილი გამოსახულება 100 სინათლის წლის ზომის სივრცეს მოიცავს (ნეიტრონული ვარსკვლავების დიდი გაერთიანება).
გაზისა და სხვა გატყორცინილი ფრაგმენტების მოძრაობაზე დასაკვირვებლად, მეცნიერება გამოიყენეს მონაცემები, რომლებიც ზემოთ ხსნებული ტელესკოპით 2004, 2008, 2017-ის დასაწყისში და 2018 წლის ბოლოსკენ იქნა მიღეული. მონაცემთა ანალიზი გვიჩვენებს, რომ დარტყმითი ტალღა კოსმოსში 14,48 მილიონი კილომეტრი საათში სიჩქარით გადაადგილდება. ამ კოსმოსური ხელის თითები ელემენტებისგან შედგება, რომლებიც მომაკვდავი წინამორბედი ვარსკვლავის მოცულობაში უშუალოდ ზეახლის აფეთქების წინ წარმოიქმნა, ძირითადად, მაგნიუმი და ნეონი. ზოგიერთი ფრაგმენტი დარტყმით ტალღაზე სწრაფადაც მოძრაობს – 17,70 მილიონი კმ/სთ.
აფეთქებულმა ვარსკვლავმა, როგორც ჩანს, გარე წყალბადის ფენა ნაწილობრივ ან მთლიანად დაკარგა. ფორმირებულმა სიცარიელემ, თავის მხრივ, აფეთქების ენერგიის არათანაბარი განაწილება გამოიწვია, ამიტომ არ აქვს კოსმოსში გაფანტული ფრაგმენტებისგან წარმოქმნილ ნისლეულს სფეროს ფორმა. გარკვეული დროის მერე, აფეთქების ნარჩენებმა შედარებით სქელ ღრუბელთან – RCW 89, ერთგვარ “კედელთან” დაიწყო შეჯახება, რომელიც აფეთქების ცენტრიდან 35 სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს. ასეთივე სიტუაცია იყო ზეახალ კასიოპია A-ს შემთხვევაშიც (დნმ-ს ყველა კომპონენტი კასიოპეა A-ში), რომელიც 350 წლის წინათ აფეთქედა და ზეახალთა დაახლოებით 30%-ის შემთხვევაშიც იგივე მოვლენები ხდება.
ასტრონომებს ჯერ კიდევ არ აქვთ ბოლომდე გააზრებული ყველაფერი, რაც ხდება ვარსკვლავთა აფეთქების დროს, რომლებმაც კატასტროფამდე წყალბადის ფენა დაკარგა, ამიტომ ყოველი ახალი შემთხვევა უამრავ ახალ ინფორმაციას აძლევს მათ (ზეახალი ვარსკვლავი).