შტატ დასავლეთ ვირჯინიაში მდებარე 100 მეტრიანი მართვადი რადიოტელესკოპი Green Bank-ი დაიჭერს სიგნალებს, რომლებიც დღეისათვის აღმოჩენილი 1200-ზე მეტი ეკზოპლანეტიდან სპეციალურად შერჩეული 86-დან შეიძლება მოდიოდეს, თუ რა თქმა უნდა იქ რადიოგამოსხივების საშუალებებით აღჭურვილი უცხოპლანეტელები არსებობენ. ტელესკოპი SETI-სთვის დაახლოებით ერთი წლის მერე დაიწყებს მუშაობას 24 საათიანი რეჟიმით.
პროექტში მომუშავე ასტრონომებმა კვლევისთვის აირჩიეს ეკზოპლანეტები, რომელთა ზედაპირის ტემპერატურა , სავარაუდოთ, ნულიდან ას გრადუსამდეა. ანუ ასეთ პლანეტებზე შესაძლებელია სიცოცხლისათვის აუცილებელი თხევადი წყლის არსებობა.
აქამდე უცხო ცივილიზაციების მიერ გამოგზავნილი რადიოსიგნალების ძებნა ხდებოდა ალენის რადიოტელესკოპების მასივით, თუმცა ტელესკოპები პასიურ რეჟიმში გადაიყვანეს ფინანსების უქონლობის გამო.
პროექტ SETI-ს ახალი ტელესკოპი
Posted by