წარმოდგენილ გამოსახულებებზე, ასევე მათი საშუალებით გაკეთებულ ვიდეოზე, ჯუჯა პლანეტის ზედაპირის დეტელების ნახვაა შესაძლებელი. კერძოდ, პლუტონის ”უსიცოცხლო მიწები”: მახვილთავიანი ყინულის მთები, მათ შორის არსებული ზეგნები, გულის ფორმის წარმონაქმნის მოზაიკური სტრუქტურა(პლატო სპუტნიკი), კრატერები.
77-85 მეტრი პიქსელზე გარჩევადობის ფოტოები, 2015 წლის 14 ივლისს არის გადაღებული, ინსტრუმენტით – LORRI(შორ მანძილებზე გადაღების კამერა) და MVIC(მულტისპექტრული კამერა), პლუტონთან მაქსიმალურად მიახლოებამდე 15 წუთით ადრე, 17 ათასი კილომეტრის მანძილიდან.
ფოტოსურათბის ხარისხი ექვსჯერ მეტია პლუტონის რუკის შესადგენად აქამდე მიღებულ გამოსახულებაზე და ხუთჯერ უკეთესი, ვიდრე ”ვოიაჯერ 2”-ის მიერ 1989 წელს, ნეპტუნის თანამგზავრის – ტრიტონი, გამოსახულება(ტრიტონთან ახლოს).
httpv://www.youtube.com/watch?feature=player_detailpage&v=B0xkupKwjfM
”ახალი ჰორიზონტები” ახლა, დედამიწიდან 5 მილიარდი კილომეტრის მანძილზეა. გეგმის მიხედვით, 2019 წელს პლანეტოიდს – 2014 MU69, უნდა მიაღწიოს, რომელიც პლუტონიდან 1,6 მილიარდი კილომეტრის მანძილზე, კოიპერის სარტყელში მდებარეობს(მოკლედ კოიპერის შესახებ).
ესეც LORRI-ს მიერ გადმოცემული ფოტოების სერიებით შექმნილი ანიმაციაა, რომელიც 2015 წლის 28 მაისიდან, 16 ივნისამდე ჩათვლით არის გადაღებული, პლანეტამდე 50-33 მილიონი კილომეტრის შუალედებში(ქარონი და პლუტონის პატარა მთვარეები).