დედამიწისთვის კოსმოსიდან რომ შეგეხედათ, რაღაც ამდაგვარს დაინახავდით. 2014 წელს, კომპანია SpaceX-ის სატვირთო ხომალდმა (კოსმოსი 2013: მიღწევები და გეგმები), დედამიწის გარშემო მბრუნავ საერთასორისო კოსმოსურ სადგურზე (სკს), სხვა დანარჩენთან ერთად, დედამიწაზე დასაკვირვებლად მაღალი გარჩევადობის კამერებიც (High Definition Earth Viewing — HDEV) მიიტანა. სხვადასხვა მხარეს მიმართული ოთხი კამერის მიმდევრობითი ჩართვებით, დედამიწის დათვალიერება ”პირდაპირი ეთერით” შეგეძლებათ. თეთრი ღრუბლები, მოყავისფრო ხმელეთი და ცისფერი ოკეანეები, თქვენს ქვემოთ მიცურავს. სწრაფი მოძრაობის გამო, სკს ერთ სრულ ბრუნს პლანეტის გარშემო 90 წუთს ანდომებს და დღე-ღამის ბნელ ნაწილს 45 წუთამდე ამცირებს. თუ გამოსახულება რუხი გახდა, ეს იმას ნიშნავს, რომ ვიდეო ნაკადი კამერებს შორის ირთვება, ან სკს-სთან კავშირი დროებით შეზღუდულია. პროექტ HDEV-ის განვითარებასთან ერთად, გამოსახულების ხარისხიც გაუმჯობესდება, რაშიც მაღალენერგიული კოსმოსური სხივების ზემოქმედების შემცირება, საუკეთესო ტიპის კამერის შერჩევა და ყველაზე პოპულარული ხედების დადგენა იგულისხმება.
პირდაპირი ტრანსლაცია საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან
Posted by
მაგარი რამეა 🙂