მარადიული ძრავა, პერპეტუუმ მობილე (ლათ. მარადიული მოძრაობა), წარმოსახვითი მანქანაა, რომელიც დაქოქვის მერე განუსაზღვრელი დროით იმუშავებს, გარეშე ენერგიის მიუწოდებლად.
მარადიული ძრავას იდეა ევროპაში გაჩნდა, როგორც ჩანს, XIII საუკუნეში (თუმცა, მსგავსი იდეები XII საუკუნელ ინდოელ ბჰასქარასაც ჰქონია). უფრო ადრინდელ პერპეტუუმ მობილეზე არაფერია ცნობილი. ის, არც რომაელებს ჰქონდათ და არც ბერძნებს, რომლებმაც უამრავი ეფექტური მექანიზმები შექმნეს, საფუძველი ჩაუყარეს ბუნების შემსწავლელ მეცნიერებებს. მეცნიერთა ვარაუდით, იაფი და პრაქტიკულად ულევი მუშა ძალა მონების სახით, ანტიკურ ხანაში იაფი ენერგიის წყაროების შექმნას ამუხრუჭებდა.
არაფრიდან დამატებითი სამუშაოს მიღების შეუძლებლობის მყარი მტკიცებულება, ბუნების ყველაზე უფრო ფუნდამენტური კანონია – ენერგიის მუდმივობის კანონია (wiki. ენერგიის მუდმივობის კანონის მიხედვით, იზოლირებულ სისტემაში არსებული სრული ენერგია მუდმივია და ის არ შეიძლება არსაიდან შეიქმნას, ან არსად გაქრეს. ჩაკეტილ სისტემაში ენერგიას მხოლოდ თავისი ფორმის ცვლილება შეუძლია. მაგალითად, ხახუნის ძალა სითბოდ (გამოხსივების ენერგიად) აქცევს კინეტიკურ ენერგიას და ა.შ. კლასიკურ მექანიკაში ეს კანონი მექანიკური ენერგიის (პოტენციური და კინეტიკური ენერგიების ჯამი) მუდმივობაში გამოიხატება, თერმოდინამიკაში კი თერმოდინამიკის პირველი კანონის სახე აქვს).
თავდაპირველად, 1686 წელს, მექანიკური ენერგიის მუდმივობის კანონის ფორმულირება გოთფრიდ ლაიბნიცმა მოახდინა. ენერგიის მუდმივობის კანონის, როგორც ბუნების უნივერსალური კანონის ფორმულირება, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად იულიუს მაიერმა (1845), ჯეიმს ჯოულმა (1843-50) და ჰერმან ჰელმჰოლცმა (1847) მოახდინეს.
მაიერი და ჰელმჰოლცი მედიკოსებიც იყვნენ და ასევე დაადგინეს, რომ ენერგიის მუდმივობის კანონი ცხოველებზე და მცენარებზეც ვრცელდება. მანადმე, ”ცოცხალი ძალის” ცნება არსებობდა, რომლის მიხედვითაც ფიზიკის ზოგიერთი კანონი ცოცხალ ორგანიზმებზე არ ვრცელდებოდა.
ბოლო შტრიხი ენერგიის მუდმივობის კანონის განზოგადებაში, ალბერტ აინშტაინის ფარდობითობის სპეციალური თეორია იყო (1905), რომლის მიხედვით, მასის მუდმივობის კანონი, ენერგიის მუდმივობის კანონის ნაწილია. ენერგია და მასა ექვივალენტურია Е = mс2, (რას ნიშნავს E=mc² ?).
I, II და III ტიპის პერპეტუუმ მობილე
XVIII საუკუნეში, ორთქლით მომუშავე მანქანები და მექანიზმები გამოჩნდა. ფიზიკის ნაწილს, რომელიც მათი მუშაობის პრინციპის ახსნას ცდილობდა და სითბური მანქანების შექმნის საერთო კანონზომიერებებს სწავლობდა, თერმოდინამიკა უწოდეს, ხოლო ენერგიის მუდმივობის კანონს კი თერმოდინამიკის პირველი კანონი. მარადიულ ძრავებს, რომელთა მუშაობის პრინციპი თერმოდინამიკის პირველ კანონს ეწინააღმდეგება, პირველი ტიპის მარადიული ძრავები უწოდეს.
მარადიული ძრავას სხვა ზოგადი იდეაც არსებობდა, რომელიც ენერგიის შენახვის კანონს არ ეწინააღმდეგებოდა. ცნობილი იყო, რომ ძრავა მაშინ მუშაობს, როცა გაზს ან ორთქლს სითბო გადაეცემა და ის მუშაობას ასრულებს. ოკეანეებში ძალიან დიდი სითბური ენერგიაა თავმოყრილი. თუ ოკეანედან სითბოს ავიღებთ, მისი ტემპერატურის შემცირების ხარჯზე, მაშინ ეს ენერგია გემების ძრავებსაც აამუშავებს და ელექტროსადგურსაც. თუმცა, ცივი სხეულიდან თბილზე ენერგიის გადატანა ვერ ხერხდებოდა.
თერმოდინამიკის განვითარებისა და სადი კარნოს ნამუშევარზე დაყრდნობით, რუდოლფ კლაუზიუსმა დაადგინა, რომ შეუძლებელია პროცესი, რომლის დროსაც სითბო ცივი სხეულიდან თბილზე გადადის. არამარტო პირდაპირი გადასვლაა შეუძლებელი, მას ვერც მანქანებითა და სხვა მოწყობილობით მოახერხებ ისე, რომ რაიმე დამატებითი ცვლილება არ მოხდეს.
უილიამ ტომსონმა (ლორდ კელვინი), მეორე ტიპის მარადიული ძრავას შეუძლებლობის ფორმულირება მოახდინა (1851წ.). ბუნებაში შეუძლებელია პროცესი, რომლითაც მექანიკური მუშაობა შეასრულდება წარმოებული თბილი რეზერვუარის გაცივებით.
თერმოდინამიკური სტატისტიკის შექმნით, რომელიც მოლეკულურ წარმოდგენებს ეფუძნებოდა, თერმოდინამიკის მეორე კანონის ახსნა მოხერხდა. აღმოჩნდა, რომ სითბოს გადასვლა ცივი სხეულიდან ცხელზე შეუძლებელია, ეს უკიდურესად ნაკლებად შესაძლებელი მოვლენაა. ბუნებაში კი ყველაზე უფრო მეტად შესაძლებელი მოვლენები რეალიზდება.
ტერმინი „მესამე სახის მარადიული ძრავა“ არ არსებობს (ეს ხუმრობაა), თუმცა არსებობენ გამომგონებლები, რომლებსაც სურთ ენერგია „არაფრიდან“ მიიღონ. ან თითქმის არაფრიდან. ახლა ამ არაფერმა „ფიზიკური ვაკუუმის“ სახელი მიიღო. ამ მეცნიერთა პროექტები სიმარტივითა და გულუბრყვილობით, წინა საუკუნეებში შექმნილ პროექტებს ჰგავს. ახალმა მარადიულმა ძრავებმა „ვაკუუმურ-ენერგეტიკული მოწყობილობების“ სახელი მიიღო; გამომგონებლები მაღალი მარგი ქმედების კოეფიციენტის მქონე ძრავებზე ლაპარაკობენ – 400%, 3000%! მათ შექმნას ახლაც ცდილობენ, პატავისცემის ღირს საკონსტრუქტორო ბიუროებშიც კი. ეს მეცნიერები კეთილსინდისიერად მაინც ცდებიან. სამწუხაროდ, მარადიული ძრავას შემქმნელთა სხვა კატეგორიაც არსებობს – მისთიფიკატორები, თაღლითები და მატყუარები, რომლებიც წინა საუკუნეებშიც უხვად იყვნენ (სიცარიელის ძალის გაძლიერება…; კაზიმირის დინამიური ეფექტის აღმოჩენის შესახებ; ვაკუუმი: ორიგინალური და ყალბი; ვაკუუმის ხახუნი).