2025 წლის ოქტომბერი, კომეტებზე მონადირეთათვის ნამდვილი დღესასწაულია, რადგან მათ რამდენიმე განსხვავებულ კომეტაზე დაკვირვების საშუალება მიეცემათ.
პირველი მათგანი, კომეტა C/2025 K1 (ATLAS), პერიჰელიონს 8 ოქტომბერს გაივლის. თუ ის მზესთან მიახლოებას გადაურჩება, სიკაშკაშემ შესაძლოა 5,2-ს მიაღწიოს, რაც ბინოკლით დაკვირვების საშუალებას იძლევა. ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ის ყველაზე კარგად დილით იქნება ხილული, ხოლო სამხრეთ ნახევარსფეროელ დამკვირვებლებს მისი დანახვა როგორც დილით, ასევე საღამოს შეეძლებათ.

სექტემბრის დასაწყისში აღმოჩენილი კომეტა C/2025 R2 (SWAN), კიდევ ერთი საინტერესო ობიექტია. დედამიწასთან მისი მოახლოება 20 ოქტომბერს, სულ რაღაც 0,26 (39 მლნ.კმ.) ასტრონომიული ერთეულის მანძილზე მოხდება. კომეტის ნათობა ახლა 7m-ს უტოლდება. თუ ის კვლავ გააგრძელებს ელვარების მატებას, დაახლოებით 20 ოქტომბერს, შეიძლება შეუიარაღებელი თვალით ხილული გახდეს. კარგად ჩანს სამხრეთ ნახევარსფეროდან, მაგრამ ჩრდილოეთ ნახევარსფეროელ დამკვირვებლებს მისი დანახვა საღამოს ცაზე, ჰორიზონტთან ახლოს, ოქტომბრის შუა რიცხვებიდან შეეძლებათ.
თვის ბოლოს გამოჩნდება კომეტა C/2025 A6 (ლემონი). 21 ოქტომბერს ის დედამიწიდან სულ რაღაც 0,6 (90 მლნ.კმ.) ასტრონომიული ერთეულის დაშორებით გაივლის და შესაძლოა 8m-ს მიაღწიოს, გამოჩნდება ბინოკლითაც. ზოგიერთი ოპტიმისტური პროგნოზით, 8 ნოემბერს, პერიჰელიონთან ახლოს მისი სიკაშკაშე შესაძლოა 3m-ს გაუტოლდეს, რაც მას შეუიარაღებელი თვალით დაკვირვებისთვის მარტივ სამიზნედ აქცევს.
3I/ATLAS პერიჰელიონს, მზესთან უახლოს წერტილს, 29 ოქტომბერს მიაღწევს, მაგრამ ამ დროს ის ვარსკვლავის მეორე მხარეს აღმოჩნდება და მისი დაკვირვება შეუძლებელი იქნება. დეკემბერში, 3I/ATLAS პერიგეას, დედამიწასთან უახლოს წერტილს გაივლის, დაახლოებით 275 მილიონი კილომეტრის მანძილზე, რის შემდეგაც მზის სისტემის დატოვების გზას დაადგება.