ოუმუამუა

 2017 წ. ოქტომბრის ბოლოს აღმოჩენილი ციური სხეულის ტრაექტორია და სიჩქარე(95 000 კმ/სთ – 26,4 კმ/წმ.), მეცნიერებს აიძულებს ივარაუდონ, რომ მზის სისტემაში ის, პირველი და უკანასკნელი ვიზიტით(მზის მიზიდულობის დასაძლევად 17 კმ/წმ. საჭირო, ე.წ. მესამე კოსმოსური სიჩქარე), სხვა ვარსკვლვიდან მოფრინდა (კომეტა 96P ცვალებადი სახე). ობიექტს ოუმუამუა(A/2017 U1) დაარქვეს, რაც ჰავაიელების ენაზე “შორეთის პირველ მაცნეს” ნიშნავს (nature.com).

 ასტრონომთა ჯგუფმა, ქარენ მიჩის ხელმძღვანელობით, ჰონოლულუს ასტრონომიული ინსტიტუტიდან, დაადგინა, რომ ოუმუამუას სიგრძე 400 მეტრია. ასტეროიდი სწრაფად ბრუნავს, რაც მისი ელვარების ხშირ ცვლილებებს იწვევს. სწორედ ამის მიხედვით მოხდა ობიექტის სიგრძისა და სიგანის შეფასება; სიკაშკაშის ასეთი რყევები მზის სისტემის ზოგიერთი ასტეორიდისა და კომეტისთვისაც არის დამახასიათებელი, რომელთაც წაგრძელებული ფორმა აქვთ.

 ჯერჯერობით უცნობია, საით არის ოუმუამუას ბრუნვის ღერძი მიმართული, ამის დადგენა ძალიან ძნელია. ასტრონომები წარმოდგენას ეყრდობოდნენ, რომ ობიექტი ბრუნავს სიბრტყეში, რომელიც დამზერის წერტილიდან გამომავალი ვექტორის პერპენდიკულარულია; თუ ეს წარმოდგენა სიმართლესთან ახლოა, სიგრძისა და სიგანის თანაფარდობა იქნება 10:1, ბრუნვის სიბრტყის განსხვავებული ვარიანტის შემთხვევაში, ეს თანაფარდობა მეტიც შეიძლება აღმოჩნდეს.

 სხვების მიერ ჩატარებული გაზომვები გვიჩვენებს, რომ ოუმუამუა მყარი ქვის ნატეხია, ალბათ, მეტალის ჩანართებით (ხონდრიტები და ახონდრიტები). არ დაიმზირება მტვრის კუდი, შემდგარი წყლისა და მტვრისგან – ესეიგი, ასტეროიდის შემადგენელში ყინული არ არის. მის ნივთიერებებს, ალბათ, მოწითალო ელფერი აქვს.

 ოუმუამუას პროპორციების ახსნა მეცნიერებს უჭირთ. სავარაუდოდ, მისი ასეთი ფორმა იმ ძალებითაა განპირობებული, რომელბიც ამ ასტეროიდის ფორმირებისას მოქმედებდა (კუდიანი ასტეროიდები და გზანი კომეტისანი).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.