მზე, ორი ნახევარსფეროს გამოყოფ ჰორიზონტს იქეთ არის ჩასული. გადაღება ხდებოდა ეკვატორიდან ერთნაირი გრადუსით (29) დაშორებული განედებიდან. დამუშავების მერე, ფოტოები აქ წარმოდგენილ მოზაიკად იქნა გაერთიანებული. ზემოთ, კანარის ასტროფიზიკური ინსტიტუტის, ობსერვატორია ლასილიას ჩრდილოეთ ხედია გამოსახული, გადაღებული 2020 წელს. ქვემოთ, ლასილიას სამხრეთ ხედი, გადაღებული 2016 წლის აპრილში. ასეთი პროექციით, ირმის ნახტომის ზოლი, ჰორიზონტის ორივე მხარეს თითქმის პერპენდიკულარულად გადის. მისი ბნელი ღრუბლები და ნათელი ნისლეულები საუკეთესოდ ჩანს გალაქტიკის ცენტრთან ახლოს, სურათის ქვედა ნახევარში. ზედა ნახევარში კი ელვარე ვენერა ზოდიაქოს ნათებაში ჩაძირულა. ეს არის პლანეტებს შორის გაფანტული მტვრიდან არეკლილი მზის სინათლე. დააკვირდით ორი ნახევარსფეროს ღამის ცას და შეეცადეთ მოძებნოთ ანდრომედას გალაქტიკა, მაგელანის დიდი და პატარა ღრუბლები (გალაქტიკათა ადგილობრივი ჯგუფი და დიდებული ანდრომედა).
ორი ნახევარსფეროს ღამის ცა
Posted by