ორი კომეტა ერთ კადრში

 კომეტები C/2025 K1 ATLAS (ზედა) და C/2025 R2 SWAN (ქვედა) გასულ კვირას, შემთხვევით, ინდოეთის ოკეანის სამხრეთ ნაწილში მდებარე, საფრანგეთის კუნძულ რეიუნიონიდან, ასე ერთად გადაიღეს.  ATLAS უახლოვდება მზეს, მაქსიმალურ ელვარებას ოქტომბრის დასაწყისში მიაღწევს, თუმცა, მაინც ხანგრძლივი ექსპოზიციით გადაღებისას თუ იქნება ხილული. უფრო კაშკაშა კომეტა, სახელად SWAN25B, ახლა მზეს შორდება, დედამიწასთან უახლოეს წერტილს კი ოქტომბრის შუა რიცხვებში გაივლის და სავარაუდოდ, შეუიარაღებელი თვალით ხილვადი შეიძლება გახდეს. ორივე კომეტას აქვს ამოფრქვეული აირების მომწვანო კომა და იონური კუდი, რომელიც მზის საპირისპიროდაა მიმართული (კუდიანი ასტეროიდები და გზანი კომეტისანი).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.