მისია NEOWISE(ცის ფართოკუთხიანი დამზერა ინფრაწითელ დიაპაზონში)-ს ასტრონომებმა, დედამიწისკენ მოძრავი ორი ობიექტი აღმოაჩინეს.
პირველი მათგანია კომეტა C/2016 U1 NEOWISE, რომელიც მზესთან უახლოეს წერტილს(პერიჰელიუმს), მერკურის ორბიტის შიგნით, 14 იანვარს გაივლის. ეს ციური სხეული 2016 წლის 21 ოქტომბერს აღმოაჩინეს.
მეორეა – 2016 WF9, რომელიც მტვრის ღრუბლის არმქონე ასტეორიდი ან კომეტაა, დედამიწასთან ახლოს, 51 მილიონი კილომეტრის მანძილზე, 25 თებერვალს გაივლის. 2016 WF9-ის დიამეტრი 1 კილომეტრია. ის 2016 წლის 27 ნოემბერს აღმოაჩინეს.
დედამიწისთვის არცერთი მათგანი არ წარმოადგენს საფრთხეს(NEOWISE; საფრთხე უხილავი კომეტების მხრიდან?)