ნისლეული “ფალკონ 9”

 ეს “ჰაბლის” მიერ გადაღებული შორეული ნისლეულის ფოტო არ არის. 7 ოქტომბერს, გაზისა და მტვრის განათებულმა ღრუბელმა თვით ცის გამოცდილი მჭვრეტელნიც კი დააბნია.  SpaceX-ის კუთვნილი რაკეტა “ფალკონ 9“(შევარდენი), ვანდენბერგის სამხედრო-საჰაერო ბაზიდან აფრინდა, მისი პირველი და მეორე საფეხურიდან გამოტყორცნილი საწვავის გამონაბოლქვმა კი კალიფორნიის საღამოს ცა გაანათა. მოწითალო კვამლი მარჯვნივ, რაკეტის სტარტის კვალია. გაფართოებადი ცისფერი და ნარინჯისფერი ბოჭკოვანი ღრუბელი, ჰორიზონტს ქვემოთ ჩასული მზისგან არის განათებული. ის, საფეხურების განცალკევებისა და უკან დასაჯდომად, ისევ პირველი საფეხურის ძრავის ჩართვის შედეგად გაჩნდა. ელვარე ლაქა, სურათის ცენტრის ქვემოთ, მეორე საფეხურია, რომელიც ზუსტად კამერის საწინააღმდეგო მიმართულებით მიფრინავს და ორბიტულ სიჩქარემდე ჩქარდება. გადაბრუნებული V-ს ტიპის ფიგურა ზემოთ, გამონაბოლქვია ამაჩქარებლებისა, რომლებიც “ფალკონ 9”-ს დასაშვები ადგილისკენ მიმართავს.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.