ნეიტრონული ვარსკვლავების მიერ ვარსკვლავი კომპანიონის გაზის შთანთქმა მათი ბრუნვის აჩქარებას იწვევს, თუმცა ზოგჯერ, პირიქითაც ხდება და ამ ფენომენს ახსნა მოეძებნა.
ნეიტრონული ვარსკვლავები მკვრივი, სწრადაფ მბრუნავი კოსმოსური სხეულებია. ორმაგ ვარსკვლავურ სისტემაში გაერთიანებული ასეთი ვარსკლვლავი, მეზობელს ჰპარავს მატერიას, რომელიც შთანთქმამდე, მის გარშემო მბრუნავ (აკრეციულ)დისკოში გადადის. ამ მატერიას მამოძრავებელი ძალა გააჩნია(დამატებით იმპულსს გადასცემს), ნეიტრონული ვარსკვლავი კი ბრუნვათა რიცხვს უმატებს, სანამ კომპანიონიდან გაზების გადმოქაჩვას ახერხებს.
დემოს ქაზანასმა, კოსმოსური ფრენების ცენტრიდან(NASA), მაგელანის დიდ ნისლეულში არსებულ ნეიტრონულ ვარსკვლავებზე დაკვირვების 18 წლიანი არქივი შეისწავლა. აღმოჩნდა, რომ ამ ობიექტთა ნახევარი გაზების შთანთქმასთან ერთად ბრუნვას ანელებს. ყველაზე უფრო უცნაური ის იყო, რომ ყველა მათგანი იგივე სიჩქარით მუხრუჭდებოდა, როგორითაც სხვები ჩქარდებოდა. ქაზანასმა ივარაუდა, რომ აჩქარება და დამუხრუჭება, ფაქტიურად, ერთი და იგივე პროცესია.
დამუხრუჭების პროცესი ასტრონომმა იმით ახსნა, რომ მოპარული გაზი, ნეიტრონულის ბრუნვის საწინააღმდეგოდ ”ეხვევა” დისკოს და ამუხრუჭებს მას. თუ ეს ვარაუდი სხვა დაკვირვებებითაც დამტკიცდა, წარმოდგენები ორმაგ სისტემებში არსებული ნეიტრონული ვარსკვლავების ევოლუციაზე გადასახედი გახდება. კაზანასი და მისი კოლეგები თვლიან, რომ ნეიტრონულ ვარსკვლვებს მრავალჯერადად აჩქარება, დამუხრუჭება და ბრუნვის მიმართულების ცვლა შეუძლია(ზეახალი ვარსკვლავი; პულსარი ცვლადი ხასიათით).