ეს ფოტო გადაღებულია ინფრაწითელ სპექტრში, გალაქტიკური სიბრტყის მიმართულებით, ორბიტალური ტელესკოპის „სპოცერის“ მიერ. კვადრატებით შემოსაზღვრული სივრცე შეიცავს სპიცერიდან მიღებულ მონაცემებს. ისინი ხელოვნურადაა ჩაბნელებული, რათა უფრო კარგად გამოიკვეთოს რენტგენის დიაპაზონში მანათობელი კაშკაშა წერტილები, გადაღებული რენტგენული ობსერვატორია „ჩანდრას“ მიერ(ცისფრად). ყოველი ასეთი წყარო ზუსტად ემთხვევა ძლიერი ინფრაწითელი გამოსხივების წყაროს.
ამ ორი მანათობელი წერტილის, ევროპის კოსმოსური სააგენტოს ორბიტალური ტელესკოპით „XMM-ნიუტონით“, დეტალურმა კვლევამაც მნიშვნელოვანი შედეგი გამოიღო. სავარაუდოთ, აღმოჩენილ ზემასიურ ვარსკვლავებს 25 მზის მასა გააჩნიათ, ამ ობიექტებამდე მანძილი 7500 დან 18000 სინათლის წელია. კოსმოსური მასშტაბების მიხედვით ისინი კიდევ ცოტა ხანს იცოცხლებენ, დაახლოებით მილიონი წელი, რის მერეც ევოლუციას ზეახლად აფეთქებით დაასრულებენ.
ჩანდრა(NASA).
XMM-ნიუტონით(ESA).
სპიცერი( NASA).
რატომ არიან ასეთი ელვარე ზემასიური ვარსკვლავები რენტგენის დიაპაზონში? ნივთიერება, რომლისგანაც ისინი შედგებიან, გამოიტყორცნება ვარსკვლვთშორის გარემოში მაღალი სიჩქარით, მილიონობით კილომეტრი საათში. თუ ეს ნივთიერება ეჯახება სხვა ვარსკვლავებიდან მქროლავ „ქარს“(დამუხტული ნაწილაკების ნაკადი), მაშინ ის სწრაფად მუხრუჭდება, რაც შეიძლება აგურის კედელთან შეჯახებას შევადაროთ, კედლელთან, რომელიც ზომებით მზის სისტემის ტოლია. ამ გიგანტური შეჯახების გამომწვევი დარტყმითი ტალღები მატერიას 100 მილიონ გრადუსამდე აცხელებენ, გავარვარებული გაზი კი რენტგენში იწყებს ნათებას.
ASCA.
ტელესკოპ ჩანდრას მიერ ჩატარებული ახლანდელი გამოკვლევები, ჩვენი გალაქტიკის, ობსერვატორია ASCA(Advanced Satellite for Cosmology and Astrophysics)-თი დათვალიერების მერე მოხდა. ASCA-მ 160-მდე რენგენული გამოსხივების წყარო აღმოაჩინა, თუმცა ამათგან, მხოლოდ მესამედის იდენტიფიცირებაა შესაძლებელი, რადგან ASCA-ს აქვს კვლევის შეზღუდული სივრცული შესაძლებლობა. ჩანდრასთვის კი წყაროს ზუსტი ადგილსამყოფელის დადგენა პრობლემას არ წარმოადგენს. ამან საშუალება მისცა მეცნიერებს მოეხდინათ ობიექტების იდენტიფიცირება სხვა დიაპაზონების საშუალებითაც.