მიწისძვრა, ცუნამი

 ეს არის წყლის მასებზე მძლავრი ზემოქმედებით წარმოქმნილი გრძელი ტალღები. ცუნამი, ძირითადად, წყალქვეშა მიწისძვრებითაა გამოწვეული (85%), ამ დროს ხდება ოკეანის ფსკერის სწრაფი გადაადგილება (აწევა ან დაწევა). ის ნებისმიერი მიწისძვრის დროს ჩნდება, თუმცა დიდ სიმძლავრეს აღწევს, როცა მაგნიტუდა 7-ზე მეტია. ცუნამის 80% წყნარი ოკეანის პერიფერიებზე ხდება. მოვლენის პირველი მეცნიერული აღწერა ხოსე დე აკოსტამ გააკეთა, 1586 წელს. მაშინ მძლავრმა მიწისძვრამ 25 მეტრიანი ტალღები წარმოშვა, რომლებიც ხმელეთზე 10 კილომეტრის მანძილეზე შეიჭრა (პერუ).
ღია ოკეანეში ცუნამის ტალღები ვრცელდება სიჩქარით V=√gH კმ/სთ. სადაც g თავისუფალი ვარდნის აჩქარებაა, H ოკეანის სიღრმე. 4000 მეტრის სიღრმეზე, სიჩქარე 720 კმ/სთ-ში გამოდის. ღია ოკეანეში ასეთი ტალღის სიმაღლე იშვიათად შორდება 1 მეტრს, სიგრძე კი (ორ ტალღას შორის) ასეულობით კილომეტრს აღწევს, ამიტომ ის არ არის ზღვაოსნობისთვის საშიში. ნაპირთან მიახლოებეასთან ერთად ტალღის სიჩქარე და სიგრძე მცირდება, ხოლო სიმაღლე ათეულობით მეტრამდე იზრდება. ცუნამის დამანგრეველი ტალღების წარმოქმნა ხდება აგრეთვე წყალქვეშა მეწყერის (7 %) და ვულკანური ამოფრქვევის (4,99 %) დროსაც. 1883 წელს, კრაკატაუს ამოფრქვევისას, აფეთქებისგან წარმოქმნილი სიცარიელე (კალდერა) სწრაფად შეავსო ოკეანის წყალმა, ასეთმა უეცარმა ძვრამ წარმოქმნა კლასიკური ცუნამის ტალღები. მათ მსოფლიოს ყველა სანაპიროებამდე მიაღწია, განადგურდა 5000-მდე გემი და დაიღუპა 36 000 ადამიანი (ცუნამის გამოწვევა შესაძლებელია ხელოვნურადაც, ფსკერზე თერმობირთვული აფეთქებებით).

 ხშირად, წყალი ნაპირიდან უკან იხევს ხოლმე, მიწისძვრით ჩავარდნილი ფსკერისკენ, შემდეგ კი ასეთი სწრაფი ძვრისაგან მინიჭებული მაღალი სიჩქარით ისევ სანაპიროსკენ მიიწევს.

 დედამიწის ღერძის დახრილობა არ შეიძლება მიწისძვრის გამო მნიშვნელოვნად შეიცვალოს, ეს უბრალოდ შეუძლებელია. ამის გაკეთება მხოლოდ მძლავრ, გარეშე (კოსმოსიდან) ზემოქმედებას შეუძლია. მიწისძვრა, ასე ვთქვათ, ჩვენი პლანეტის შიდა ”საქმეა”. ამ დროს შეიძლება დაიძრას დედამიწის სხეულის ნაწილი, ქერქი. მიწის ზედაპირი სულ მოძრაობაშია, გადაადგილდება 1 მეტრით 400 დღიანი ინტერვალებით. 20 წლის განმავლობაში დედამიწის ქერქი შეიძლება 15 მეტრით გადაადგილდეს. წლის განმავლობაში ეს გადაადგილება 1 მეტრს არ აჭარბებს. ასე რომ, მიწისძვრის დროს დედამიწის ზედაპირის 10 სანტიმეტრიანი გადაადგილება სრულიად შესაძლებელია (დედამიწის წიაღი თხევად მდგომარეობაშია, ბირთვი კი მყარია და მეტალური). ჩილეს მიწისძვრამ ქალაქი კონსეფსიონი დასავლეთით გადაადგილა. GPS-ის მონაცემების შედარების მერე, ექსპერტებმა აღმოაჩინეს, რომ 8,8 ბალიანმა ბიძგებმა სხვა ქალაქებზეც იმოქმედა. დედაქალაქი სანდიეგოც სამხრეთ-დასავლეთით 27 სმ-ზე გადაადგილდა. ეპიცენტრიდან ასეულობით კილომეტრის მანძილზე მდებარე ბუენოსაირესი კი 2სმ-ით (ქანების წრებრუნვა: მოგზაურობა დედამიწის ბირთვისკენ).

 (მთვარე ყველა ობიექტს იზიდავს – მასოფლიო მიზიდულობის ძალით (გრავიტაცია). მოძრაობს რა დედამიწის გარშემო, მთვარე ყოველთვის 3%-ით ახლოს არის დედამიწის ზედაპირის იმ ნაწილთან, რომელის მხარესაც მდებარეობს. ეს მხარე 7%-ით უფრო ძლიერად მიიზიდება, ვიდრე საპირისპირო. მოქცევის ძალად წოდებული ეს ძალა, დეფორმაციას უკეთებს მთელ დედამიწას. ზედაპირზე ჩნდება მცირე ზომის (30 სმ) ამოზნექილობები, რომლებიც მთვარის მოძრაობის მიმართულებით მოძრაობს. წყალი თხევადი ნივთიერებაა და მასზე ეს ეფექტი უფრო შესამჩნევია, ვიდრე დედამიწის მყარ ქერქზე. ვიწრო ყურეებში წყლის მოქცევის ტალღა 10 მეტრამდეც კი იზრდება. GPS-ით და ლაზერული სიმაღლის საზომი საშუალებებით კოსმოსიდან, ამ მოძრავი, მოქცევის ტალღის ზომების დაფიქსირება მილიმეტრული სიზუსტით არის შესაძლებელი).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.