NASA-ს მეცნიერებმა, სუპერკომპიუტერის გამოყენებით, ზემასიური შავი ხვრელის მოვლენათა ჰორიზონტთან მიახლოების კომპიუტერული მოდელირებით მიღებული ვიდეო გამოაქვეყნეს (Goddard Space Flight Center).
ასტროფიზიკოსებმა ორი სცენარის ვიზუალიზირება მოახდინეს: ერთი, როდესაც ჰიპოთეტური ასტრონავტის კამერა მოვლენათა ჰორიზონტს იქეთ არ ხვდება და უკან მიფრინავს, და მეორე, როდესაც ის ამ საზღვარს კვეთს. სიმულაციისთვის გამოყენებული იქნა ნასას კლიმატის მოდელირების ცენტრის სუპერკომპიუტერი “დისკავერი” (Discover). პროექტმა დაახლოებით 10 ტერაბაიტი მონაცემები ხუთი დღის განმავლობაში დააგენერირა. ჩვეულებრივ ლეპტოპზე იგივე დავალებას ათ წელზე მეტი დასჭირდებოდა.
სიმულირებისთვის აღებული იქნა 4,3 მილიონი მზის მასის შავი ხვრელი. გავარვარებული, მანათობელი გაზის მბრუნავი დისკი, რომელსაც აკრეციულ დისკს უწოდებენ, მას გარს აკრავს და ვარდნის ვიზუალურ ორიენტირად გამოიყენება. ჩანს ე.წ. ფოტონური რგოლები, რომლებიც ხვრელის გარშემო ერთჯერ ან რამდენიმეჯერ შემოვლილი სინათლის სხივებით არის ფორმირებული.
შავ ხვრელთან მიახლოებასთან ერთად, მიიღწევა სიჩქარე, რომელიც სულ უფრო უახლოვედება სინათლისას, უკან მდებარე აკრეციული დისკისა და ვარსკვლავების სიანთლე, დოპლერის ეფექტის გამო ძლიერდება. გზად, შავი ხვრელის დისკი, ფოტონური რგოლები და ღამის ცა სულ უფრო მეტად დეფორმირდება და მრავლობით გამოსახულებას წარმოქმნის, რადგან მათი სინათლე სულ უფრო და უფრო დეფორმირებულ სივრცე-დროს კვეთს (“ბნელი ძალა”; რაც შავი ხვრელების შესახებ უნდა ვიცოდეთ).