ფერადი რგოლები მთვარის გარშემო? ეს გვირგვინია. ასეთი რგოლები მაშინ ჩნდება, როცა მთვარის შუქი ძალინ თხელ ღრუბლებში გადის. ეს ეფექტი სინათლის კვანტურ-მექანიკური დიფრაქციით არის გამოწვეული, როცა სინათლე ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი ღრუბლის, დაახლოებით ერთნაირი ზომის წყლის წვეთებზე გარდატყდება. იმის გამო, რომ განსხვავებული ფერის სინათლეს განსხვავებული ტალღის სიგრძე აქვს, ყოველი ცალკეული ფერისთვის, მისთვის დამახასიათებელი დიფრაქციული სურათი გამოდის. მთვარის გვირგვინი ერთ-რთი იშვიათი კვანტურ-მექანიკური ეფექტია, რომლის დანახვა შეუიარაღებელი თვალით არის შესაძლებელი. წარმოდგენილი ფოტოსურათი არგენტინის ქალაქის, ლაპლატას ცაზე სავსემთვარეობის დროს არის გადაღებული, მას მარწყვის მთვარესაც უწოდებენ. ასეთი გვირგვინი, რომელიც მზის გარშემო ჩნდება, ძნელი შესამჩნევია, რადგან მზე გაცილებით კაშკაშაა(მოხტუნავე ცრუ მზე ღრუბლებს მაღლა; მოკლედ კვანტური მექანიკის შესახებ).
მთვარის ფერადი გვირგვინი
Posted by