მთვარის სრული დაბნელება

 2025 წლის 7-8 სექტემბრის ღამეს, სავსე მთვარე, დედამიწის ჩრდილში ჩაიძირება. ამ დროს, მისი კაშკაშა ზედაპირი გამკრთალებას დაიწყებს და ვერცხლისფერიდან, მოწითალო-ნარინჯისფერში გადავა. სექტემბრის, სიმინდის მთვარედ წოდებული მნათობი, სისხლისფერი გახდება. ეს სრული ფაზა 1 საათსა და 22 წუთს გაგრძელდება, ხოლო დედამიწის ჩრდილთან შეხებიდან ისევ სრულ განათებამდე 5 სთ. 27 წთ. გაივლის.

 ეს სრული დაბნელება პერიგეამდე (დედამიწამდე უახლოესი წერტილი მთვარის ორბიტაზე) დაახლოებით 2,7 დღით ადრე მოხდება, ანუ 2025 წლის სექტემბრის სისხლიანი მთვარე, სუპერმთვარე ვერ იქნება. სუპერმთვარეობა, როცა სავსე მთვარე პერიგეაშიც არის, 2025 წლის 21 ოქტომბერს მოხდება.

დაბნელების ილუსტრაცია შესაბამისი ტერმინოლოგიით.

 დაბნელებული მთვარის იერი იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად ღრმად ჩაეშვება ის დედამიწის ჩრდილში. ასტრონომები ამას აფასებენ სისიდით, რომელსაც დაბნელების მაგნიტუდა ეწოდება. სექტემბერში ეს სიდიდე 1,362-ს გაუტოლდება, რაც ოდნავ აღემატება 2025 წლის მარტის დაბნელების სიდიდეს (1,180). შედარებისთვის, ათწლეულის ყველაზე ბნელი სრული მთვარის დაბნელება 2029 წლის ივნისში მოხდება, 1,845 სიდიდით. მოვლენაზე დაკვირვება ხდება შეუიარაღებელი თვალით.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.