მზისა და დედამიწის ქიმიური შემადგენლობა ერთმანეთისგან განსხვავდება, თუმცა კლასიკური თეორია ვარსკვლავისა და მისი პლანეტების ფორმირების შესახებ, იზოტოპების ერთნაირ თანაფარდობას ვარაუდობს. ახალი აღმოჩენა კი ამ წარმოდგენების კორექტირებისკენ მიუთითებს.
მისია Genesis-ი დიდი ხანია დამთავრდა, მისგან მიღებული მონაცემების ანალიზი კი გრძელდება. მეცნიერები იუწყებიან, რომ ჟანგბადის, აზოტისა და ზოგიერთი ინერტული გაზების იზოტოპების პროპორციები მზის ქარსა(ე.ი. მზისაც) და დედამიწის ატმოსფეროს შემადგენლობაში შესამჩნევად განსხვავებულია, რაც არსებული თეორიებით ვერ აიხსნება.
პირველი ასეთი განსხვავება დედამიწაზე იქნა დაფიქსირებული, მძიმე ჟანგბადის(ჟანგბ.იზოტოპი) მეტი ფარდობითი რაოდენობის აღმოჩენით ვიდრე მზეზეა. პროპორციები კი წესით ახლოს უნდა იდგეს ერთმანეთთან, რადგან ითვლება, რომ მზე და პლანეტები ერთი გაზ-მტვროვანი ღრუბლიდან წარმოიქმნა.
2004 წელს დამსხვრეულმა აპარატმა მაინც შეძლო მეცნიერებამდე მიეტანა შეგროვებული ნაწილაკები. გადარჩენილი და დამტვრეული ნაწილაკების ”ხაფანგებიდან” მოხერხდა მასალის ამოღება და მზის ქარის იზოტოპური შემადგენლობის განსაზღვრა. დედამიწის ზედაპირიდან მოხვედრილი მტვრისგან ნიმუშების გაწმენდას მეტი დრო დაჭირდა, გათვალისწინებული იყო შესაძლო ცთომილებების არსებობაც, გამოწვეული კაფსულას ჰერმეტულობის დარღვევით ზედაპირთან შეჯახების გამო. მისიის პირველი შედეგები 2008 წელს გამოქვეყნდა, ახლანდელი კვლევებით კი კიდევ უფრო მეტი რამ გაირკვა(Genesis/JPL).
მზის ქარში იზოტოპების 15N და 14N-ის თანაფარდობა იუპიტერისეულს ჰგავს, ამასთან ერთად, ის მნიშვნელოვნად განსხვავდება ანალოგიური მაჩვენებლისგან მზის სისტემის შიდა ნაწილებში არსებული ყველა ნივთიერებისთვის.
მეცნიერებს უკვე აქვთ რიგი მოდელებისა(ახალგაზრდა მზის რადიაცია, ასევე ახალგაზრდა დედამიწის ატმოსფეროს მიერ იზოტოპების დაკარგვა), თუმცა ისინი ვერ ხსნიან ყველა განსხვავებას. ასე რომ პლანეტოლოგებს მოუწევთ ამ თეორიების დაზუსტება და შევსება.