დეკემბრის მზის დგომა, ზამთრის პირველი დღეა ჩრდილოეთ ნახევარსფეროში და ზაფხულისა – სამხრეთ ნახევარსფეროში. ასტრონომიული მოვლენები, რომლებიც წლის დროებს ყოფს – მზის დგომა და ბუნიაობა, დედამიწის ცაზე ეკლიპტიკის (დედამიწისა და მზის ცენტრების შემაერთებელი წარმოსახვითი სიბრტყე) გასწვრივ მზის წლიურ მოძრაობას ეფუძნება. 21 დეკემბერს (გრინვიჩით 10 სთ. 03 წთ; +4 სთ. თბილისი), მზე სამხრეთით მაქსიმალურ დახრილობას აღწევს — 23,5 გრადუსი. ჩვენი მნათობი, მშვილდოსანში გადაადგილდება, ამიტომ მისი მდებარეობა ირმის ნახტომის ცენტრისკენ მიგვითითებს. ამ დღის ნათელ დროს, მზის დანახვა სუსტად მანათობელი ვარსკვლავებისა და ნისლეულების ფონზე რომ შეგვძლებოდა, ფოტოზე წარმოდგენილი პანორამის მსგავს სურათს ვნახავდით (მზის დგომა, ბუნიაობა და სეზონების ცვლილება).
მზის “დგომა” და ირმის ნახტომი
Posted by